28 მარტი, 2016
რატომ გტკენენ გულს ადამიანები - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ გტკენენ ადამიანები გულს გამუდმებით? ვიდრე სხვას დაადანაშაულებდეთ, დაფიქრდით, იქნებ პრობლემა თქვენშია. ან იქნებ ორივეში ერთად...

ვერძი
დამოუკიდებელი და თვითნება. ურთიერთობის დასაწყისში ძალიან საყვარლები არიან, თუმცა შემდეგ გაგაღიზიანებთ და ძალიან გაგაბრაზებთ. ვერძის იმპულსურობა ხშირად ხდება პრობლემა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარტნიორი კომპრომისის გამონახვას ცდილობს.

კურო
დამახასიათებელი სიჯიუტიდან გამომდინარე, კურო წყენას დიდხანს ინახავს. ბოდიშის მოხდის შემდეგაც კი, სრულიად კმაყოფილი არ არის და დიდხანსაა გაბრაზებული. ეს სხვა ადამიანზე მძიმედ მოქმედებს.

ტყუპი
ტყუპის დამახასიათებელი დომინანტი ნიშანია -
იყოს თავისუფალი, მათ შორის პირად ურთიერთობებშიც. იფლირტავებს, აჩვენებს ენთუზიაზმს და ინტერესესს გამოხატავს სხვა ადამიანის მიმართ, მაგრამ გახსნილ ურთიერთობას არჩევს, რაც მონოგამიური პარტნიორისთვის შესაძლოა პრობლემა გახდეს.

კირჩხიბი
კირჩხიბები დამოუკიდებლები არიან და შეუძლიათ საკუთარ თავს დაეყრდნონ. მაგრამ როგორც კი ურთიერთობას იწყებენ, სხვაზე ხდებიან დამოკიდებულები. პარტნიორი კი ამ დროს ფიქრობს, რომ მისი სიყვარული ახრჩობს.

ლომი
მიუხადავად იმისა, რომ ძალიან ერთგული პარტნიორია, მისი პატივმოყვარეობა ურთიერთობაში ზოგჯერ ხელს უშლის. გააგრძელებს კამათს და საკუთარი აზრის მტკიცებას, რამდენად ცოტა არგუმენტიც არ უნდა ჰქონდეს. მსგავსი საქციელი კი ძალიან დამღლელია.

ქალწული
ანალიტიკური და სკეპტიკური - ძალიან საშიში კომბინაცია. მიდრეკილია როგორც საკუთარი, ისე პარტნიორის გრძნობების გაანალიზებისა და ეჭვქვეშ დაყენებისკენ. მცირე ეჭვის გამოც კი ნებდება და ურთიერთობის დაუშვებლობაზე ფიქრობს, მაშინაც კი თუ რპობლემის მოგვარება შესაძლებელია.

სასწორი
ერთ-ერთი ყველაზე იდეალისტი ზოდიაქოს ნიშანი. პრობლემებს ეძებს, ცდილობს მის შეცვლას, რათა ურთიერთობა იდეალური გახადოს. პრობლემა კი ხშირშემთხვევაში ის არის, რომ პარტნიორს შეცვლა სულაც არ სურს.

მორიელი
ერთგული და ვნებიანი, რაც ურთიერთობისთვის იდეალურია. თუმცა ხშირად კირჩხიბივით ზედმეტად მიჯაჭვული და ეჭვიანია, პარტნიორის კონტროლს ცდილობს.

მშვილდოსანი
ყველაზე ავანტიურისტი და უდარდელი ნიშანია. უყვარს გართობა და შთაბეჭდილების მოხდენა, პარტნიორისგან კი ზედმეტად დიდი მოლოდინი აქვს.

თხის რქა
თხის რქა ადამიანს იშვიათად ენდობა, მისი ნდობა უნდა დაიმსახურო. პარტნიორი ძალიან ძლიერი და მომთმენი უნდა იყოს, რათა მისი კედლების გარღვევა შეძლოს. ამისთვის ყველა არ რის მზად.

მერწყული
მახვილგონიერი და ჭკვიანია, არ ეშინია იმის თქმა რასაც ფიქრობს. შესაძლოა ეს თავიდან სასიამოვნოდ მოგეჩვენოთ, თუმცა მომავალში გაგაღიზიანებთ და შეგაწუხებთ.

თევზები
ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნიშანი. ახალ ადამიანებს მასთან შეხვედრა უჭირთ, რადგან თევზები როგორც წესი ყოფილებისა და უპასუხო სიყვარულის გამო დიდხანს იტანჯებიან. ხანდახან მისი ფანტაზიის პროვოცირებას ახალ პარტნიორთან ცდილობს, რაც პარტნიორს ნამვილად არ მოეწონება.

ნაოკო ვატანაბე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS