თუნდაც ერთი ჭიქა ცივი წყალი, დილით უზმოზე, დაგავიწყებთ ძილსა და მოთენთილობას.
კიდევ უფრო უკეთესია - ტომატის ცივი წვენი, კამით - ეს მეტ ენერგიას შეგმატებთ, რადგან სავსეა ვიტამინებით. უნდა დალიოთ ნელა, მცირე ყლუპებით.
მოამზადეთ უალკოჰოლო ენერგეტიკული კოქტეილი:
დააბლენდერეთ ან ჩანგლით დასრისეთ ბანანი, დაუმატეთ 1 ც ფორთოხლის წვენი, 1/2 ლიმონი
მეორე კოქტეილის რეცეპტი:
დაგჭირდებათ ნახევარი სტაფილოს წვენი, 1/2 ნიახური, აურიეთ, ბანანისა და ციტრუსის წვენს და დაუმატეთ ყინული, გემოვნებით.
სასმელი სავსეა ვიტამინებით და მთელი დღის განმავლობაში შეგინარჩუნებთ ენერგიულ განწყობას.
გახსოვდეთ, დაღლილობა და ტვინის მუშაობის დაქვეითება, შესაძლოა ორგანიზმის გამოფიტვის მიზეზი იყოს. თუ დღის განმავლობაშ არ იღებთ 1,5-2 ლიტრამდე სითხეს, ეს ტვინის შრომისუნარიანობას 30%-ით დააქვეითებს.
პენი ლეინი