26 მარტი, 2016
ეს სიტყვები მამაკაცს ახლავე უნდა უთხრათ
ქალებს ბევრი რამ სურთ. ხშირად პრობლემას სწორედ ეს წარმოადგენს. მაგალითად: ხანდახან მათთვის აუცილებელია - შოკოლადი, ყვავილები, ჩახუტება, საწოლში კოტრიალი, სერიალის ყურება, ფეხსაცმლის შეძენა და ა.შ. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მამაკაციც ადამიანია. მათთვისაც ასევე აუცილებელია, აგრძნობინოთ რამდენად გიყვართ და გჭირდებათ.

რამდენიმე ჩამონათვალი, რაც ღირს ახლავე უთხრათ მას:

"მადლობა" - რაც არ უნდა გააკეთოს შენთვის, ყოველთვის გადაუხადე მადლობა. მადლიერება გამოხატე, რომ გიცავს და შენზე ზრუნავს.

"მე შენ პატივს გცემ" - მამაკაცმა თავი უნდა იგრძნოს ავტორიტეტად, ეს
მას კიდევ უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი ნაბიჯებისკენ უბიძგებს.

"ბედნიერი ვარ, რომ ცოლად შენ გამოგყევი და შენს გვერდით ვარ"
- შესაძლოა ამას ყოველდღე არ გრძნობდეთ, შესაძლოა ხანდახან სულაც არ გიხაროდეთ, მაგრამ თქვენ ხომ მასთან რაღაც მიზეზის გამო ხართ. აგრძნობინეთ, რომ არ ნანობთ.

"გაფასებ" - უთხარით თუ როგორ აფასებთ, მის მზრუნველობას ოჯახის მიმართ. უნდა იცოდეს, რომ ის თქვენ გჭირდებათ.

"ჩემთვის ჯერ კიდევ ყველაზე სიმპათიური მამაკაცი ხარ" - იქნებ უკვე 100 წელია შეუღლებული ხართ და დღეს ძველებურად ვერ გამოიყურება, მაგრამ ეს კომპლიმენტი მაინც უთხარით.

"რის გაკეთება შემიძლია შენთვის?" - მამაკაცები ყოველთვის ვერ ამბობენ რაც სჭირდებათ. ეცადეთ თავად კითხოთ. იქნებ ეს კითხვა დაეხმაროს, რაიმე მნიშვნელოვანის თქმაში.

"როგორ ხარ?"
- მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. საჭირო დროს და ადგილას დასმულ ამ შეკითხვასაც შეუძლია ადამიანს, მისთვის ძალიან საკრალური რამ ათქმევინოს.

"მე შენ მიყვარხარ"
- ამის თქმა ყოველთვის შეგიძლიათ, მაგრამ გახადეთ ის განსაკუთრებული. გვერდით დაისვით, თვალებში ჩახედეთ და გაუმერეთ. უთხარით ისე, რომ გაიგოს რას გულისხმობთ და გრძნობთ.

ჰო, შესაძლოა, ამ ჩამონათვალიდან ზოგიერთის თქმა გაგიჭირდეთ, ძალიან ფორმალური მოგეჩვენოთ, მაგრამ გახსოვდეთ, როგორც კი თქმას გადაწყვეტთ, მამაკაცი აუცილებლად იგრძნობს მის გულწრფელობას, რომ რასაც ამბობთ ეს სრულიად გააზრებულია.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS