25 მარტი, 2016
მეცნიერებმა ბავშვის გაჩენისთვის საუკეთესო დრო დაადგინეს
შემოდგომასა და ზამთარში დაბადებული ბავშვები, უფრო მეტად არინ საკვების მიმართ ალერგიულები.

გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი კი ბავშვის გაჩენისთვის საუკეთესო დროდ დასახელდა. ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები იუწყებიან.

ისინი ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ თბილ პერიოდში დაბადებული ბავშვები, დიდი რაოდენობით D ვიტამინს იღებენ, რაც დადებითად აისახება ახალშობილის ჯანმრთელობაზე.
ექიმ კლიმენტ კინტანას თქმით, ქალები სულ უფრო ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ბავშვის გაჩენის დროზე.

სურეის უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფი ადასტურებს, რომ შემოდგომაზე ან ზამთარში დაბადებული ბავშვები საკვების მიმართ ალერგიულობისკენ არიან მიდრეკილნი.

პენი
ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS