25 მარტი, 2016
რომელია ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ჭურჭელი
ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივ საკვებთან ერთად, ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭელიც. გარდა იმისა, რომ ბოლო დროს ტრადიციული ლითონისა და ალუმინის ჭურჭელი, რბილად რომ ვთქვათ, მოდური აღარ არის, მეცნიერებმა მათი მავნე თვისებებიც აღმოაჩინეს. ამიტომაც ეკოლოგოურად სუფთა ჭურჭლისადმი ინტერესი უფრო და უფრო მატულობს.

მაშ ასე, რომელია ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ჭურჭელი?

კერამიკა

თიხა უძველესი მასალაა, რომელსაც კაცობრიობა იყენებს. ძალიან მოსახერხებელია ჰაერღუმელში კერამიკულ ფორმებში ხორცის შეწვა და ნამცხვრის გამოცხობა. განსაკუთრებით გემრიელია თიხის ჭურჭელში მომზადებული კერძები.

პლუსები:

კერამიკული ჭურჭელი სწრაფად ხურდება
და დიდხანს ინახავს სითბოს.

მინუსები:

ძალიან სათუთია და ადვილად ტყდება. გარეცხვის შემდეგაც კი დიდხანს ინარჩუნებს მომზადებული კერძის სანელებლების სუნს. ადვილად იწოვს ცხიმს და მის გასაცლელად დიდხანს რეცხვა სჭირდება. თუმცა დიასახლისებმა გამოსავალს მიაგნეს: სხვადასხვა კერძისთვის სხვადასხვა თიხის ჭურჭელს იყენებენ - ხორცეულისთვის ცალკე, თევზეულისთვის ცალკე.

მინა
Стеклянная посуда
მინის ჭურჭელი ნებისმიერ ქიმიურ ზემოქმედებას უძლებს. ადვილად ირეცხება სხვადასხვა სარეცხი საშუალებით.

პლუსები:

შუშის ჭურჭელი მიკროტალღურ ღუმელშიც შეგიძლიათ შედგათ და ჩვეულებრივ ღუმელშიც. ის არ შეიწოვს სუნს, ცხიმს, სითხეს.

მინუსები:

რაც უნდა სპეციალური და გამძლე ჭურჭლისგან იყოს გაკეთებული, მაინც სათუთია და ადვილად ტყდება.

სილიკონი
Силиконовая посуда
სილიკონისგან ძირითადად ამზადებენ კერძებისთვის განკუთვნილ "ნიჩბებს" და ნამცხვრების გამოსაცხობ ფორმებს.

პლუსები:

გაცხელებისას არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს. არ შეიწოვს პროდუქტების წვენსა და ცხიმს, ამიტომაც მის ზედაპირზე საშიში მიკროორგანიზმები არ მრავლდება. საჭიროების შემთხვევაში მისი გამოხარშვაც შეიძლება.

მინუსები:

შეზღუდული სერია - არ არსებობს სილიკონის ქვაბები და ტაფები. და კიდევ, სილიკონი ძალიან რბილია და სათუთ მოპყრობას საჭიროებს.

ბამბუკი
6 видов экопосуды
ბამბუკის ჭურჭელი სიახლეა. მისგან ძირითადად სამშვენისებს და სერვირებისთვის განკუთვნილ ნივთებს ამზადებენ. ასევე, ის წარმატებით ცვლის უფრო იაფ და გარემოსთვის უფრო საშიშ პლასტიკატს, რომელიც ნიადაგში მილიონობით წელს ძლებს, ბამბუკი კი ცხრა თვეში მიწად იქცევა.

პლუსები:

სრულიად უსაფრთხოა და ჭურჭლის მანქანაშიც კარგად ირეცხება. გაცხელებისას არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, არ შეიწოვს საკვების ცხიმს, წვენს და სუნს.

მინუსები:

მას ვერ გარეცხავთ უხეში აბრაზივული სარეცხი ნივთიერებებით. ბამბუკის ჭურჭლით კერძს ვერ გააცხელებთ ვერც ცეცხლზე, ვერც მიკროტალღურ ღუმელში.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS