24 მარტი, 2016
ძმარი, ლიმონი, მდოგვი - სისუთავე სწრაფად და იაფად
დიასახლისებმა იციან, როგორ გამოიყენონ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში დროის მიერ გამოცდილი ხალხური რეცეპტები იმისთვის, რომ შეინარჩუნონ სისუფთავე და წესრიგი.

ძმარი

ძმრით შეგიძლიათ ნებისმიერი ზედაპირი გაასუფთაოთ. ჩაასხით ძმარი პულველიზატორიან ჭურჭელში და შეასხურეთ ცხიმიან ლაქებს. ძმრით შეგიძლიათ ადვილად მიოაშოროთ ნადები ჩაიდანს.

ლიმონი

ლიმონის წვენიც ისეთივე ეფექტურია, როგორიც ძმარი. მისი დახმარებით ნებისმიერი ზედაპირიდან ადვილად მოაცილებთ მიმწვარ და ცხიმიან ლაქებს. დაბინძურებულ ადგილს წაუსვით ლიმონი, 20 წუთის შემდეგ კი ღრუბლით გაწმინდეთ. მიმწვარ ქვაბსა და ტაფასაც ამ მეთოდით წმენდენ.
ცხიმს კარგად აცილებს ერთმანეთში
მცირედი რაოდენობით შერეული ლიმონმჟავა და საწმენდი საშუალება. ამ ნაზავის ნარჩენები შეგიძლიათ თბილი წყლით მოაშოროთ.

მდოგვის ფხვნილი

დაყარეთ ღრუბელზე მდოგვის ფხვნილი და გაწმინდეთ დაბინძურებული ზედაპირი. შეგიძლიათ ასევე მდოგვის ფხვნილს იმდენი წყალი შეურიოთ, რომ ფაფისმაგვარი მასა მიიღოთ. ეს ნაზავი წაუსვით ჭუჭყიან ზედაპირს და
თქვენი ქურა 10-15 წუთში გაპრიალდება.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS