ძმარი
ძმრით შეგიძლიათ ნებისმიერი ზედაპირი გაასუფთაოთ. ჩაასხით ძმარი პულველიზატორიან ჭურჭელში და შეასხურეთ ცხიმიან ლაქებს. ძმრით შეგიძლიათ ადვილად მიოაშოროთ ნადები ჩაიდანს.
ლიმონი
ლიმონის წვენიც ისეთივე ეფექტურია, როგორიც ძმარი. მისი დახმარებით ნებისმიერი ზედაპირიდან ადვილად მოაცილებთ მიმწვარ და ცხიმიან ლაქებს. დაბინძურებულ ადგილს წაუსვით ლიმონი, 20 წუთის შემდეგ კი ღრუბლით გაწმინდეთ. მიმწვარ ქვაბსა და ტაფასაც ამ მეთოდით წმენდენ.
ცხიმს კარგად აცილებს ერთმანეთში
მდოგვის ფხვნილი
დაყარეთ ღრუბელზე მდოგვის ფხვნილი და გაწმინდეთ დაბინძურებული ზედაპირი. შეგიძლიათ ასევე მდოგვის ფხვნილს იმდენი წყალი შეურიოთ, რომ ფაფისმაგვარი მასა მიიღოთ. ეს ნაზავი წაუსვით ჭუჭყიან ზედაპირს და
თქვენი ქურა 10-15 წუთში გაპრიალდება.
სოფიო ბულაური