ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ X ქრომოსომა პასუხისმგებელია წითელი ფერის აღქმაზე. აი, რატომ არიან ქალბატონები წითელი ფერისადმი უფრო მგრძნობიარენი, ვიდრე მამაკაცები. როგორც ცნობილია, ქალს
ავტომობილისთვის საუკეთესო ფერია ვერცხლისფერი. სტატისტიკის თანახმად, ვერცხლისფერი ავტომობილები ყველაზე იშვიათად ხვდებიან ავტოსაგზაო შემთხვევებში. სპეციალისტების ვარაუდით, საქმე ის არის, რომ ვერცხლისფერი გზებზე ბინდშიც კი კარგად მოჩანს.
ზოგიერთ ადამიანს ქრომოფობია აწუხებს - რომელიმე კონკრეტული ან, უბრალოდ, მკვეთრი ფერის რაიმე საგნის დანახვისას პანიკური შიში იპყრობს, თუმცა ეს დაავადება ადვილად იკურნება ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მეთოდით.
თუ მოულოდნელად შფოთმა და აგრესიამ შეგიპყროთ, შეეცადეთ, ვარდისფერი საგნების გარემოცვაში მოექცეთ. ვარდისფერი სწრაფად ამშვიდებს ნერვებს.
ესპანელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ საკვების გემო მეტწილად მის ფერზეა დამოკიდებული. მაგალითად, ყავა უფრო გემრიელი იქნება, თუ მას ყავისფერი ფინჯნით მიირთმევთ, ცხელ შოკოლადს კი ნარინჯისფერი ფინჯანი უფრო გააგემრიელებს.
სხვადასხვა გალაქტიკის კვლევების საფუძველზე, მეცნიერებმა 2001 წელს საშუალო გალაქტიკური ფერი განსაზღვრეს და მას „კოსმოსური რძიანი ყავისფერი“ უწოდეს. ჩვენი სამყარო, ასტრონომების კვლევების თანახმად, მოთეთრო-ჩალისფერია.
ჟურნალი „რეიტინგი“