მამაკაცს სურს იცოდეს, რომ ის უყვართ, და თუ დაინტერესდებით იმით, რაც მას აინტერესებს, ამას სიყვარულის ნიშნად მიიღებს და გულგრილი ნამდვილად არ დარჩება.
არ არის საჭირო მოატყუოთ, რომ ფეხბურთი გიყვართ, თუ სინამდვილეში ასე არ არის. უბრალოდ საკმარისია თუნდაც რამდენიმე
ურთიერთობის შესანარჩუნებლად, კიდევ ერთი საინტერესო საშუალებაა - სპონტანურობა. ურთიერთობის მთავარი გამანადგურებელი ხომ მოწყენილობაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ კვირას რაიმე გიჟური მოიფიქროთ. უბრალოდ დარჩით ცოტა გამოუცნობად, ნუ იქნებით წინასწარ განსაზღვრული, ერთად სცადეთ რაიმე ახალი და ღია იყავით იმ სიგიჟეებისთვის, რასაც თვითონ გთავაზობთ.
დაინტერესდით მისი გრძნობებით - ეს მამაკაცებსაც სჭირდებათ. შესაძლოა გულის გადაშლა არ მოისურვოს (ეს მამაკაცურ ხასიათში ზის), მაგრამ დააფასებს თანაგრძნობას.
რასაკვირველია, არც სექსია ნაკლებად მნიშნელოვანი ფაქტორი - გააკვირვეთ თქვენი ინიციატივით: ახალი სექსუალური თეთრეული, ახალი პოზა, გააოცეთ დილის სექსით, ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების.
კიდევ ერთი მნიშნელოვანი დეტალი - დამოუკიდებლობა. ნუ გახდებით მამაკაცზე დამოკიდებული, განსაკუთრებით მაშინ, თუ შეხვედრა ახლახანს დაიწყეთ. თავდაჯერებული იყავით და მისთვის გამოცანად დარჩით.
მთავარია იყოთ - სპონტანურები, დამოუკიდებლები და მისით დაინტერესებულები, მაშინ თქვენს მიმართ ინტერესი არასდროს გაუნელდება.
პენი ლეინი