23 მარტი, 2016
რატომ არ უნდა გაალხვოთ გაყინული ბოსტნეული - ეს ხრიკები ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს
ზოგიერთ კულინარიულ საიდუმლოს დიასახლისები წლობით აგროვებენ და თაობებს გადასცემენ. ასე მოაღწია ჩვენამდე იმ ხრიკებმა, რომლებიც მათ შრომას უმსუბუქებს. აი, რამდენიმე მათგანი:

1. ერბოკვერცხი ფუმფულა რომ გამოვიდეს, ორიოდე კოვზი ყინულივით ცივი წყალი დაამატეთ და კარგად ათქვიფეთ.

2. კვერცხის ცილა ადვილად და უკეთ აითქვიფება, თუ წინასწარ გააცივებთ და რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენს ან ცოტაოდენ ლიმონმჟავას დაუმატებთ. კვერცის გულს კი, პირიქით, სითბო და სიტკბო უყვარს, ამიტომ ის შაქართან ერთად უნდა ათქვიფოთ.

3
. გაყინული ბოსტნეული მოხარშვის წინ კი არ გაალხვოთ,
პირდაპირ ადუღებულ წყალში ჩაყარეთ. ასე ვიტამინებსაც უკეთ შეინარჩუნებს და უფრო გემრიელიც იქნება.

4. ხახვი დაჭერით დურშლაგში მოათავსეთ და მდუღარე წყალი დაასხით - სიმწარეს დაკარგავს და უფრო გემრიელი იქნება.

5. თუ გინდათ, რომ მოხარშული ბოსტნეული გემრიელი იყოს, ადუღებულ წყალში ჩაყრეთ, ხოლო თუ გინდათ, რომ ბულიონი იყოს გემრიელი, მაშინ - ცივში.

6. ბოსტნეული უშუალოდ გამოყენების წინ გაასუფთავეთ და გარეცხეთ.

7. კვერცხი ხარშვისას რომ არ გასკდეს, წინასწარ ცივი წყლით გარეცხეთ.

8. სტაფილო უფრო გემრიელი რომ იყოს, 5-10 წუთი უნდა ხარშოთ. სტაფილო და სხვა ბოსტნეული ძლიერ ცეცხლზე უნდა ადუღოთ და მარილი ბოლოს უნდა მოაყაროთ, როცა უკვე მოიხარშება.

9
. ხორცს მარილი მოხარშვის შემდეგ უნდა მოაყაროთ. საქმე ის არის, რომ მარილის ზემოქმედებით ხორცი ნაადრევად გამოყოფს წვენს, ეს კი აქვეითებს და აუარესებს მის გემოვნურ და კევებით ღირებულებებს.

10. მოხარშული ბრინჯი ფანტია რომ იყოს, მოხარშვამდე 30 წუთით ადერ ცივ წყალში დაალბეთ.

11. შენახული მარილი რომ არ დატენიანდეს, რამდენიმე მარცვალი ბრინჯი მოაყარეთ.

12. თუ წვნიანში უნებლიეთ ზედმეტი მარილი ჩაყარეთ, მოათავსეთ შიგ მარლაში გამოკრული ცოტაოდენი მოხარშული ბრინჯი: მთელ ზედმეტ
სიმლაშეს ბრინჯი შეიწოვს.

13. ლობიო და ბარდა უფრო სწრაფად რომ მოიხარშოს, დუღილის პროცესში ყოველი 5-10 წუთის შემდეგ თითო კოვზი ცივი წყალი დაუმატეთ.

14. "მოწყენილი" კამა და ოხრახუში კვლავ გამოცოცხლდება, თუ ოდნავ ძმრით გაზავებულ წყალში ჩადებთ.

15. შემწვარი თევზი უფრო გემრიელი იქნება, თუ წინასწარ ცოტა ხნით რძეში მოათავსებთ, შემდეგ ფქვილში ამოსვრით და მდუღარე ზეთში შეწვავთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS