23 მარტი, 2016
ქალები, რომლებიც ამ სამ რამეს აკეთებენ, ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლა შეუძლიათ
მამაკაცების გარშემო სწორი ენერგეტიკის შექმნით, სწორი სიტყვებისა და სხეულის ენის გამოყენებით, შეგიძლიათ დიდხანს დატოვოთ მის გულში ვნების კვალი.

შეგიძლიათ გახდეთ ის ქალი, რომელთათვისაც შუა საუკუნეებში იმპერატორები იბრძოდნენ.

გთავაზობთ სამ საშუალებას, რომლის წყალობით გაცილებით მომხიბვლელი გახდებით და ზედმეტი ძალისხმების გარეშე მონუსხავთ მამაკაცს:

1. მიიზიდეთ თქვენი რბილი ხასიათით

როცა ქალი მამაკაცის გვერდითაა, ის აღარ უნდა თამაშობდეს ძლიერი პროფესიონალის ან 3 შვილიანი, დიასახლისი დედის როლს. გამოიჩინეთ სიფრთხილე, ნუ იჩქარებთ, დაივიწყეთ ყველა სტრატეგია და იდეა, თუ როგორ მიიზიდოთ მამაკაცი, უბრალოდ
მიჰყევით დინებას.

ღრმად ისუნთქეთ, კომფორტულად მოთავსდით, გულში სითბო და სიმშვიდე იგრძენით და უბრალოდ ისიამოვნეთ მომენტით, რომელიც თქვენი რომანტიკული ურთიერთობისას იქმნება.

ნამდვილმა ქალმა, უნდა იცოდეს, როგორ იგრძნოს თავი ქალურად და სუსტად მამაკაცის გვერდით და ამ სისუსტით სიამოვნება მიიღოს.

არ ცდილობს რამის გაკეთებას და ყველაფერ საკუთარ თავზე არ იღებს.

ის ქალღმერთია - ურყევი, მშვიდი და ზომიერი ენერგეტიკის მფლობელი, რაც სიმშვიდის, სიყვარულის, მგრძნობიარობის, სინაზისა და სიმსუბუქის ატმოსფეროს ქმნის.

2. მოუსმინეთ მეტად, ვიდრე უბრალოდ ყურით

მან ზუსტად იცის როგორ ანერვიულოს ან როგორ დაამშვიდოს მამაკაცი. შეუძლია აიძულოს, რომ მის გვერდით ამ ქალის ყოფნა ღირსებად მიიჩნიოს და პარალელურად თავი დაცულად იგრძნოს, შედეგად მამაკაცი მასთან ბოლომდე გაიხსნება.

როცა გესაუბრებათ, მოუსმინეთ ყურადღებით და ნუ გადაიტანთ ყურადრებას ტელეფონზე ან სხვა რაიმეზე.

მომხიბვლელი ქალი თავის ენერგეტიკას სწორად მიმართავს - რომ მოცემულ მომენტში აქ იყოს. უნდა ჩართოთ აზროვნება და გაიხსნათ გული. მოუსმინეთ მთელი გულისყურით, სხეულითა და გონებით.

3. აცდუნეთ შეხებით

თუ მამაკაცს ნაზად შეეხებით და მასთან კავშირს იგრძნობთ, ეს აჩვენებს, რომ თქვენი გრძნობები მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი ზრახვები თქვენს გულს სიამოვნებს. მაგრამ ნუ შეეხებით ძალიან ხშირად, უბრალოდ შეეხეთ მნიშნელოვან მომენტებში, დაე, ამით მიანიშნეთ, რომ მისთვის ღია ხართ, ორივე ერთ ტალღაზე ხართ, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად და ემოციურად.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS