მიუხედავად კანის სიმსივნის გაცილებით მაღალი რისკისა, ვინც რეგულარულად გამოდის მზეზე, იშვიათად იღუპებიან ახალგაზრდები, ვიდრე ისინი, ვინც ჩრდილში ყოფნას არჩევენ.
ამის შესახებ შვედი მეცნიერები იუწყებიან, სტოქჰოლმის, კაროლინსკის უნივერსიტეტიდან.
სპეციალისტები აკვირდებოდნენ 30 ათას ქალზე მეტს, რომელთა ჯანმრთელობა ორ ათწლეულზე მეტხანს იყო მონიტორინგის ქვეშ.
შედეგად გამოვლინდა, რომ ქალები, რომლებიც ხშირად იყვნენ მზის სხივების ქვეშ, გულისა და სხვა დაავადებებით, გარდა სიმსივნისა, გარდაცვალების ნაკლები შანსი ჰქონდათ.
მიღებული
მეცნიერების ინფორმაციით, ეს ეფექტი დაკავშირებულია იმასთან, რომ მზეზე გაჩერება ადაბლებს არტერიულ წნევას. სხვა თეორიის მიხედვით, მზეზე დიდი რაოდენობით D ვიტამინის გამოყოფით, ორგანიზმი დაცულია უამრავი დაავადებებისგან, მათ შორის დიაბეტისა და ოსტეოპოროზისგან.
მზეს ასევე შეუძლია სტრესის მოხსნა, ორგანიზმში დიდი რაოდენობით ენდროფინის გამოყოფითა და შედეგად განწყობის გაუმჯობესებით.
მეცნიერები პარალელურად გვაფრთხილებენ, რომ გარკვეული უპირატესობების მიუხედავად, მზეზე გაჩერება, კვლავინდებურად ზრდის კანის სიმსივნით დაავადების რისკს.
პენი ლეინი