23 მარტი, 2016
როგორ მოვუაროთ ოქროს სამკაულებს - რატომ არ უნდა ვატაროთ საქორწინო ბეჭედი მუდმივად
ოქროს სამკაულები ყველა დროში პოპულარული იყო და არის. გათხოვილი ქალები მოუხსნელად ატარებენ საქორწინო ბეჭედს. არადა, ეს კეთილშობილი ლითონი შეიძლება ადვილად გაფუჭდეს.

თუ ვერცხლისწყლისა და მარილების შემცველ კოსმეტიკურ მალამოებსა და კრემებს იყენებთ, ისინი ოქროზე თეთრ ლაქებს დატოვებენ.

ლაქის დატოვება შეუძლია იოდსაც, თუ მაგალითად, ჭრილობის დამუშავებისას შემთხვევით ოქროს ბეჭედს მოეცხო. თუმცა ამ შემთხვევაში გამოსავალი არსებობს:

• ერთ ჭიქა წყალში გახსენით ერთი ჩაის კოვზი ჰიპოსულფიტი და მოათავსეთ მასში ბეჭედი. გააჩერეთ 15 წუთით, შემდეგ ჩვეულებრივი წყალი გადაავლეთ და რბილი ქსოვილით
გაწმინდეთ.

• ოქროს სამკაულები გასაწმენდად მოათავსეთ საპნიან წყალში და კარგად შეანჯღრიეთ. შემდეგ სუფთა წყალი გადაავლეთ და გააშრეთ. ნუ მიაკარებთ ოქროს სამკაულებს არაყსა და სპირტს.

• შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი რეცეპტიც: ერთმანეთში აურიეთ ქლორიანი კირის წყალხსნარი - 4 წილი, საკვების სოდა - 1 წილი, წყალი - 30 წილი. ჩააწყვეთ ოქროს ნივთები მიღებულ მასაში და გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში. შემდეგ შუფთა წყალი გადავლეთ და ზამშის ნაჭრით გაამშრალეთ.

ხსნარი შეგიძლიათ შემდეგი გამოყენებისთვისაც შეინახოთ, ოღონ თავზე მჭიდროდ უნდა დაახუროთ.

• მოოქრული ნივთების გაწმენდა შეგიძლიათ ძმარში, სკიპიდარში ან ლუდში დასველებული ტილოთი. შემდეგ სუფთა წყალი გადაავლეთ და ჰაერზე გააშრეთ. შეგიძლიათ მოოჰრული ნივთები კვერცხის ცილითაც გააპრიალოთ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS