22 მარტი, 2016
6 მიზეზი, თუ რატომ არ სურს მამაკაცს სექსი
პოპულარული მითი, რომ მამაკაცს ყოველთვის სურს სექსი - ტყუილია. ხანდახან ხდება ისეც, როცა გარკვეული დროის განმავლობაში სექსუალური სურვილი უქრებათ და რატომ ხდება ასე?

1. დაბალი სექსუალური თავდაჯერებულობა

თუ მამაკაცს სექსის დროს ერთხელ მაინც ჰქონია ერექციასთან პრობლემა, ის კარგავს თავდაჯერებულებას და უჩნდება შიში, რომ ეს კვლავ განმეორდება. მსგავსი დამოკიდებულების გამო მისი ლიბიდო საგრძნობლად მცირდება.

თუ თქვენს პარტნიორს მსგავსი პრობლემა აწუხებს, უბრალოდ ნუ დაუთმობთ ამას დიდ ყურადღებას და კონცენტრირდით სხვა დეტალებზე - კოცნა, მასაჟი, თქვენივე სიამოვნება, რაც კაცისთვის
არანაკლებ მნიშვნელოვანია.

2. სტრესი სამსახურში

ეს მამაკაცის სექსუალური სურვილის დაკარგვის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. როცა ორგანიზმი სტრესულ მდგომარეობაშია, გამოიყოფა კორტიზოლი, რაც ხელს გიშლით სრულფასოვან მოდუნებაში, რომ სიამოვნება მიიღოთ.

თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, მეტი დრო დაუთმეთ პრელუდიას: ნელა, მგზნებარედ და მშვიდად - ერთად მიიღეთ შხაპი, რათა მოდუნდეთ და საჭირო ტალღაზე გადაერთოთ.

3. ურთიერთობაში ყველაფერი რიგზე ვერ არის

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ქალთან ემოციური კავშირი, მამაკაცებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიდრე მასთან სექსით დაკავდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება სექსს ხანგრძლივ ურთიერთობებში. ამიტომ ჩხუბის სექსით დასრულება ყველა მამაკაცთან არ გამოვა. თუ მას რაიმე აწუხებს, ორგანიზმი ყოველგვარ სექსუალურ სურვილზე უარყოფითად რეაგირებს.

4. მობეზრდა, მოსწყინდა

ეს ბევრი ხანგრძლივი ურთიერთობის პრობლემაა, როცა სექსი ძალიან მოსაწყენი ხდება. ხშირად ქალები ამას საკუთარი მისამართით იღებენ, თუმცა ჩვეულებრივ საქმე სექსშია და არა ქალში. სცადეთ სიახლეები: ახალი პოზები, ადგილები, სექს-სათამაშოები, ექსპერიმენტები. გარდა ამისა, მამაკაცსითვის სექსი მოსაწყენი ხდება მაშინ, როცა სექსის ინიციატორი ყოველთვის თავადაა. ამიტომ მეტი აქტიურობა გამოიჩინეთ.

5. დღეს უკვე ჰქონდა მასტურბაცია

ეს უფროსი მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი, რომლებსაც ერთ ერექციაზე მეტისთვის, ძალა აღარ ჰყოფნით. შესაბამისად თუ სექსს გეგმავთ, წინასწარ გააფრთხილეთ.

6. ის უბრალოდ თავს სექსუალურად არ მიიჩნევს

ისევე როგორც თქვენ, არც მამაკაცი გრძნობს თავს სექსის-მანქანად, ბიგ-მაკის მენიუს ან გამოტოვებული ვარჯიშის შემდეგ. თუ მაინც გაქვთ სექსის განწყობა, მის აღსაგზნებად მეტი დრო დაუთმეთ პრელუდიას.

პენი ლეინი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS