22 მარტი, 2016
ქალს მამაკაცი ბოლო ამოსუნთქვამდე სჭირდება!
ყველა ქალს აქვს საიდუმლო ასაკი, როცა მამაკაცს მისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. როგორც სექსუალური მნიშვნელობით, ისე ზოგადად. ზოგიერთს ეს პენსიაში გასვლის წინ ემართება, ზოგს მენო პაუზისდროს, სხვებს კი საერთოდაც 30 წლის ასაკში. ამ ქალების რიცხვში, ხშირად მამაკაცებისგან მივიწყებული ქალები შედიან.

მთავარი მიზეზია - ცუდი ვარცხნილობა, დაღლილი თვალები, მოსაწყენი, გამუდმებით ბუზღუნა და უკმაყოფილო ხასიათი.

რა მოუვიდა? - იმ ასაკში შეაბიჯა, როცა მამაკაცი აღარ სჭირდება, უკმაყოფილებასა და იმედგაცრუებას მიეცა.

ქალი საკუთარ გულს თითქოს რკინით შემოსაზღვრავს, გადაწყვეტს ახლოს არავინ
მიუშვას. მამაკაცებს აღარ ენდობა, კაცის ძიებაზე ფიქრიც აღარ სურს, რომ თითქოს არსებობს კაცი, რომელიც მას შეიყვარებს. გაყინული გულისთვის კი სიმშვიდის მინიჭების საფასური ძალიან დიდია.

ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ შეყვარებული ქალი, განშორების შემთხვევაშიც კარგია? მაშინაც კი თუ საყვარელ ადამიანს ვერ ხედავს და მხოლოდ სატელეფონო ზარებითა და შეტყობინებებით ეხმიანება.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სიყვარულსა და ვნებას, ქალებზე მართლაც სასწაულებრივი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. აახალგაზრდავებს, ჰმატებს სილამაზეს. მაგრამ ეს მხოლოდ მათ ემართებათ, ვისაც სიყვარულის სჯერა. დანარჩენებს კი მოუწევთ, ცხოვრება ბებრუხანა დეიდებივით გალიონ. და საქმე არც ნაოჭებს ეხება, არამედ იმედგაცრუელბულ თვალებში დარჩენილ საუკუნოვან მტვერს.

შესაბამისად, თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, რა ასაკამდე სჭირდება ქალებს მამაკაცი, პასუხი ერთია - უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. გასაგებია რომ ხანდახან ძალიან რთულია, გტკივათ და დიდ სიცარიელეს გრძნობთ, გამუდმებით იმედგაცრუება და უკვე მზად ხართ გული ყინულად აქციოთ, მაგრამ ასე არ შეიძლება! დეიდა ქალად არ უნდა მოკვდეთ!

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ანა
შესაბამისად, თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, რა ასაკამდე სჭირდება ქალებს მამაკაცი, პასუხი ერთია - უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
21:14 / 25-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნი
არ არსებობს ასეთი ასაკი
20:23 / 10-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS