22 მარტი, 2016
6 საშუალება, როგორ ღალატობს ქმარი ცოლს
როცა მამაკაცი ცოლს ღალატობს, ამით ქალის სამყაროს ანადგურებს. ის ტკივილსა და უნდობლობას გრძნობს, ბოროტდება.

აქ საქმე მხოლოდ ფიზიკურ ღალატს არ ეხება. არსებობს კიდევ მინიმუმ 6 პუნქტი ქმრის ღალატისა:

1. როცა ყოფილებთან ურთიერთობას იწყებს

წარმოგიდგენიათ, დიდი ხნის უნახავი ყოფილი, სოციალურ ქსელში იპოვა და მეგობრებში დაიმატა. შემდეგ მიმოწერა ჰქონდათ, ძველი დრო გაიხსენეს, შინაგანად რაღაც იგრძნო. შესაძლოა საქმე შეხვედრამდე არ მისულა, მაგრამ ემოციური ღალატიც, აბსოლუტურად რეალურია.

2. როცა სხვებს ეფლირტავება

იქნებ უბრალოდ კომპლიმენტი უთხრა, მაგრამ ეს ხშრად ერთგვარი გამოწვევაა საუბრის
გაგრძელებისა და შესაძლოა რომანტიკული ურთიერთობებისა. ცოლიანმა მამაკაცმა ეს არ უნდა დაუშვას.

3. როცა პორნოგრაფიას უყურებს

ქალების უმრავლესობას, საკუთარი გარეგნობის გამო კომპლექსები აწუხებთ. სურთ ყველაზე ლამაზები იყვნენ, თუნდაც მხოლოდ საყვარელი მამაკაცისთვის. პორნოგრაფია კი ქალის თვითშეფასებასა და მამაკაცის მიმართ ნდობას ანელებს. ქალი იწყებს ფიქრს, რომ მამაკაცი მასთან სექსის დროს პორნო ვარსკვლავს წარმოიდგენს.

4. როცა ცოლს უარყოფითად მოიხსენიებს

მამაკაცისთვის ცოლი - ყველაზე ახლო მეგობარი და ყველაზე მნიშნელოვანი ადამიანია. ის არ უნდა მოიხსენიებდეს ცოლს ცუდად მეგობრებთან, თუნდაც ამის საბაბი გააჩნდეს. საკუთარი პრობლემების განხილვა მხოლოდ ოჯახში უნდა მოხდეს.

5. როცა სხვა ქალებს ენდობა

მდედრობითი სქესის მეგობარი ყოველთვის ცუდი არ არის, მაგრამ როცა მამაკაცი მას საკუთარ ინტიმურ ურთიერთობებს უზიარებს, რასაც ცოლს არ მოუყვება, ამით მეუღლეს ღალატობს. ე.ი. ცოლი მისთვის არ არის ყველაზე მნიშნელოვანი ადამიანი და ყველაზე საკრალურ თემას სხვას ანდობს. ამასთან, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან მსგავსი საიდუმლოებების გამხელა, ფიზიკურ ღალატამდეც მივა.

6. როცა პირველ ადგილზე სამსახურს აყენებს

დიახ, ქმარმა ოჯახი უნდა უზრუნველყოს, მაგრამ ეს ოჯახურ ცხოვრებაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს. გაუთავებელი შეყოვნებები სამსახურში, ვიზიტები და სასწრაფო ზარები, ოჯახური წვეულებების დროს - ოჯახს თქვენი პრიორიტეტებიდან პირველ ადგილს აკარგვინებს.

ადამიანები ხანდახან აგვიანებენ სამსახურში, მაგრამ არა საკუთარ ოჯახში. და მაშინ, სტაბილურობაზე გაუთავებელი დევნა, დაანგრევს ყველაფერს, რის გამოც მთელი ეს დევნა დაიწყო.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS