21 მარტი, 2016
6 საიდუმლო, რომლებიც საყვარელ ადამიანს არ უნდა დაუმალოთ
ხანდახან ტყუილი შესაძლოა უწყინრად მოგეჩვენოთ ან პატარა საიდუმლოდ მიიჩნიოთ, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ეს გამჟღავნდება, თქვენს მეორე ნახევარს ძალიან არ ესიამოვნება და მისთვის მტკივნეულიც იქნება.

თუ თავს უხერხულად გრძნობთ იმის გამო, რომ თქვენს პარტნიორს რაიმე არ უთხარით, ე.ი. ეს აუცილებლად უნდა გაუმხილოთ.

1. დაავადებები

ეს ის შემთხვევაა, რასაც ორივე თქვენგანი შეიძლება გადააწყდეს. თუ მასთან დარჩენილი ცხოვრების გატარებას აპირებთ, უფლება აქვს იცოდეს რა რისკის წინაშე დგახართ, გაგიკეთებიათ თუ არა ოპერაცია ან გაქვთ თუ არა რაიმე სახის
ქრონიკული დაავადება.

2. ფული

არ ღირს ვალებისა და კრედიტების გასაიდუმლოება, ამას მაინც გაიგებენ. გაუზიარეთ ფინანსური პრობლემები საყვარელ ადამიანს და გამოსავალს ერთად იპოვით. შექმნით საერთო ბიუჯეტს და ფულს ერთად შეაგროვებთ ან თავს დაანებებთ ფულის ტყუილად ფლანგვის ჩვევას.

3. რა გსურთ ურთიერთობაში

მოლოდინებში გულწრფელი იყავით, იქნება ეს ქორწილი, ოჯახი, ბავშვები თუ კარიერა. სინამდვილეში ადამინებს იმდენად განსხვავებული შეხედულებები აქვთ ამასთან დაკავშირებით, რომ თავადაც გაოცდებით იმის გაგებით, რომ მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული და ბედნიერება ამჟამად საკმარისი არ არის.

4. მშობლებთან ურთიერთობა

ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიგებთ ერთმანეთის ოჯახურ ურთიერთობებს. სერიოზულ ურთიერთობებში, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა ხდება თქვენს ოჯახებში.

5. თქვენი ოცნებები

თუ თქვენს ადამიანს, ვერ უყვებით საკუთარ უჩვეულო ოცნებებს ან სურვილებს, ეს ცუდის ნიშანია. ნდობა იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ არ შეგეშინდეთ თუ სულელად მოეჩვენებით. ადამიანმა უნდა იცოდეს რისკენ ისწრაფვით, იქნებ დახმარებაც შეძლოს. თუ საკუთარ მიზნებს არ გაამხალეთ, მიღწევა გაგიჭირდებათ.

6. თქვენი წარსული

სკოლაში მომხდარი შემთხვევებიც კი ახსნის, რატომ გახდით ისეთი, როგორიც ახლა ხართ. პირველი სიყვარული, ბავშვური ტრავმები და კომპლექსები. ნუ იფიქრებთ, რომ ეს დიდი ხნის წინათ იყო. დაე, პარტნიორმა თქვენგანვე გაიგოს ამის შესახებ და არა თანაკლასელის ან უფროსი დისგან.

უბრალოდ ნუ აიძულებთ თქვენს მეორე ნახევარს რომ იფიქროს, თითქოს აბსოლუტურად უცნობ ქალზე იქორწინა ან ხვდება. სწორედ მსგავსი წვრილმანები შეადგენს ჩვენს პიროვნებას.


პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS