1. ვერ აფასებთ საკუთარ თავს
ზოგიერთი ქალი მიუწვდომელ მამაკაცზე ოცნებობს, ზოგს კი ცუდი ბიჭები ხვდება. ზოგიც ქმრისგან ცუდ მოპყრობას ითმენს ან არ მოითხოვენ იმას, რასაც იმსახურებენ. თუ თქვენც მათ მიეკუთვნებით და სინამდვილეში უკეთესი ურთიერთობა გსურთ, თავის დაფასება უნდა ისწავლოთ.
შესაძლოა გეჩვენებათ, რომ არ ხართ საკმარისად კარგი და ასეთს არავინ შეგიყვარებთ, მაგრამ
2. ზედმეტად მამაკაცური ხართ და არ აფასებთ კაცებს
ფემინიზმი და ქალური დამოუკიდებლობა - კარგია, მაგრამ ამასთან არ უნდა დაგავიწყდეთ იმის დაფასება, რასაც მამაკაცები აკეთებენ. ურთიერთობაში ადამიანს სურს, თავი საჭიროდ იგრძნოს, სხვა შემთხვევაში მამაკაცი ვერ ხვდება რისთვის არის საჭირო. თუ საქმის ნახევარს საკუთარ თავზე იღებს, ამით მზრუნველობის გამოხატვა სურს და მიეცით უფლება ეს გააკეთოს.
3. პირველ ადგილზე ყველაფერს აყენებთ, გარდა მამაკაცისა
არც ბავშვები, არც სამსახური, არც მშობლები არ უნდა იყვნენ პირველ აგილზე, როცა ქმარი გყავთ. სწორედ ის უნდა იყოს თქვენთვის პრიორიტეტი.
4. ელოდებით როდის გეტყვით მამაკაცი კომპლიმენტს
თუ ბედნიერება და თავდაჯერებულება თქვენთვის ურთიერთობაზეა დამოკიდებული, გაგიკვირდებათ და ადამიანისთვის დიდი ტვირთია თქვენი გაბედნიერების პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ურთიერთობაში ბედნიერება კი ორივე ადამიანის ბედნიერებაზეა დამოკიდებული, როგორც ურთიერთობაში, ისე მის გარეშე.
5. სექსით აშანტაჟებთ
ინტიმური სიახლოვე არ უნდა იქცეს ვალდებულებად ან სასჯელად. ეს მანიპულაციის ცუდი მეთოდია.
6. მამაკაცების არ გესმით
უბრალოდ წაიკითხეთ ან გაარკვიეთ, რა ხდის მათ ბედნიერს, რა სურს. ურთიერთობაში ქალებსა და მამაკაცებს საკმაოდ განსხვავებული მოთხოვნილებები აქვთ.
7. არარეალური მოლოდინი გაქვთ
ზღაპრებსა და სეირალებში სიყვარული ხშირად არარეალურია, თუმცა ყველანი ადამიანები ვართ და ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა. სასწრაფოდ გადახედეთ თქვენს მოლოდინებსა და სურვილებს.
8. ადარებთ თქვენს ურთიერთობებს
უნიკალური ხართ და ურთიერთობებიც უნიკალურია. შედარებები ურთიერთობას ანადგურებს - აქამდე თურქეთში დასვენებით კმაყოფილი იყავით, თუმცა როგორც კი გაიგეთ, რომ თქვენი მეგობარი ქმარმა მალდივის კუნძულებზე წაიყვანა, მაშინვე ცუდად გახდით, ჩათვალეთ, რომ თქვენი ქმარი წარუმატებელია და ა.შ. - ეს ძალიან ცუდია.
9. მის შეცვლას ცდილობთ
რა თქმა უნდა, ადამიანი უნდა განვითარდეს და გახდეს უკეთესი, მაგრამ ნუ ეცდებით ისეთი გახადოთ, როგორიც თქვენ გგონიათ რომ უნდა იყოს. გიყვარდეთ ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც შესაძლოა გახდეს.
10. არ ურთიერთობთ
გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობა ნდობასა და გაგებას აღრმავებს. ურთიერთობაში, ერთმანეთის დაკმაყოფილებაში გეხმარებათ.
პენი ლეინი