გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა შემდეგი 15 წამის განმავლობაში:
შეჩერდით და ამოისუნთქეთ - ეს მთავარი რჩევაა. ვიდრე იმას იტყვით, რაც პირველად მოგივათ თავში, დაფიქრდით. ემოციები ადამიანს ხანდახან
არ მისცეთ ემოციებს თქვენი მართვის უფლება - სიბრაზის დროს რა თქმა უნდა რთულია თავშეკავება, თუმცა როცა ბავშვი რაიმეს აფუჭებს, უმჯობესია წყნარად აუხსნათ, ვიდრე გიჟურად უყვიროთ. თქვენ უნდა აკონტროლოთ საკუთარი ემოციები. ჰო, შესაძლოა განრისხდეთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონტროლი უნდა დაკარგოთ.
დაფიქრდით, ვიდრე რაიმეს იტყვით - ყველამ კარგად ვიცით, რამდენად დიდი ტკივილის მიყენება შეუძლია სიტყვებს. არარეალურად მოგეჩვენებათ - ამ დროს მშვიდი და ნაფიქრი საუბარი, თუმცა თუ მოცემულ რჩევებს მიჰყვებით, სჯობს ღრმად ისუნთქოთ და მართოთ ემოციები. ასე ბევრ პრობლემას გადაჭრით, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე წამოიჭრება.
ისაუბრეთ სიყვარულით - როცა ვინმე გეკამათებათ ან გეჩხუბებათ, რთულია სიყვარულით უპასუხო, მაგრამ ეს უნდა გახსოვდეთ უპირველესად. ურთიერთობაში ხშირად ვკამათობთ, ვტირით, ვიცინით და გვიყვარს. სწორედ ამიტომ, როცა ფიქრობთ თუ რა უპასუხოთ ადამიანს, გაიხსენეთ ყველაფერი კარგი, რაც გაკავშირებთ.
ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ პირადი წყენა არ უნდა გამოავლინოთ. უბრალოდ გააზრებულად გააკეთეთ და არა იმ პირველი 15 წამის განმავლობაში. დამშვიდდით და შემდეგ მშვიდად განიხილეთ პრობლემა, გაუზიარეთ რა გწყინთ ან რა გაწუხებთ.
პენი ლეინი