ამ თვალსაზრისით იაპონელები კვლავ ინარჩუნებენ მოწინავე პოზიციებს. ტოკიოში ამ რამდენიმე ხნის წინ გველების კაფე გაიხსნა.
დიახ, იქ შეგიძლიათ წაიხემსოთ და მოეფეროთ... გველებს.
ასე რომ, თუ იაპონიაში მოგზაურობას აპირებთ, ესტუმრეთ გველების კაფეს ტოკიოს ჰარაძიუკის კვარტალში. იაპონიის დედაქალაქში ეს უჩვეულო კაფე დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. მთავარი ღირსშესანიშნაობა ის არის, რომ თქვენ ცოცხალი ქვეწარმავლების საზოგადოებაში წაიხემსებთ.
საერთოდ კაფეში 20 სახეობის
კაფე კვირაში 6 დღე მუშაობს, აქვს ჩვეულებრივი მენიუ - სხვადასხვა კერძი და სასმელი.
დაახლოებით 8 დოლარად ჭამისას შეგიძლიათ გამჭვირვალე ყუთში მოთავსებული ქვეწარმავლის ცქერით დატკბეთ. თუ მისი მოფერების სურვილი გაგიჩნდებათ, დამატებით კიდევ 4 დოლარი უნდა გადაიხადოთ.
კაფეს სტუმართა რაოდენობა ელვის სისწრაფით მატულობს.
სოფიო ბულაური




