მჭიდრო ჯინსი
მჭიდრო შარვლებზე დროდადრო უარს ამბობენ, თუმცა ქალებისა და გოგონების გარდერობში ჯერ კიდევ უხვადაა მჭიდრო ჯინსები და ლასინები.
რატომ უნდა უფრთხილდეთ მოდურ, მჭიდრო ჯინსებს - ძალიან მჭიდრო ჯინსს შეუძლია ფეხებში სისხლის მიმოქცევის პროცესი დაარღვიოს. ამიტომ, თუ მასზე უარის თქმა გიჭირთ, შეარჩიეთ მხოლოდ თქვენთვის შესაფერისი ზომა და არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ უფრო პატარა
საცვლები
ეგრეთწოდებული ფუშ-აფი და ბალკონეტი ბიუსჰალტერები - ქალების საუკეთესო მეგობრები არიან, როცა ფორმის გამოკვეთაა აუცილებელი. თუმცა ყოველდღიურად მსგავსი ბიუსჰალტერის ტარება, მამოლოგების მტკიცებით არ არის რეკომნდებული, რადგან ირღვევა მკრედში სისხლის მიმოქცევა და უმჯობესია თავიდან აიცილიოთ სხვა მავნე დაავადებები. იგივე ეხება სტრინგებს, ამის გაფრთხილებით ექიმები უკვე დაიღალნენ კიდეც. ამიტომ, თუ დღემდე არ შეგიძლიათ შორტების ტარება, აირჩიეთ "ბრაზილიური" მოდელი და იყავით ჯანმრთელები.
მაკორექტირებელი საცვალი
უნდა გეშინოდეთ საყვარელი მაკორექტირებელი საცვლისაც, რაც ასევე საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. შედეგები შესაძლოა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდეს - გულძმარვა, ზურგის ტკივილები და თრომბოზიც კი. ერთადერთი გამოსავალია - მსგავსი თეთრეული მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩაიცვათ.
შეუსაბამო ზომის ფეხსაცმელი
გოგონებს ახასიათებთ სხეულის იდეალიზირება. კაბისა თუ ჯინსის მორგებისას, საკუთარ თავს ხშირად პირდებით, რომ უახლოეს დროში მოიკლებთ ზედმეტ კილოგრამებს. ბევრი ჩვენგანი იგივე ხრიკებს მიმართავს ფეხსაცმელთან მიმართებაში. ფეხის ზომა შესაძლოა შეიცვალოს ფეხმძიმობისას, მაგრამ ზომის შემცირება საეჭვოა. მჭიდრო ფეხსაცმელიც გამოიწვევს დიდ პრობლემებს - სოკოვანი დაავადებიდან დაწყებული, ფეხის ტერფის დეფორმაციით დამთავრებული. ფრთხილად იყავით!
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაცილებით ლამაზ ფიგურას გიჩენთ. ეს ფაქტია. მაგრამ შეიბრალეთ თავი და თავი დაიზღვიეთ ზურგის ტკივილისა და ფეხის კოჟრებისგან. უბრალოდ გახსოვდეთ- თუ დღის განმავლობაში ფეხების ტკივილი ან ფეხის კრუნჩხვები დაგეწყოთ, უმჯობესია შეარჩიოთ გაცილებით დაბალქსულიანი ფეხსაცმელი, თანაც ასეთები დღეს მოდურია.
"ბალეტკები"
აბსოლუტურად დაბალძირიანმა ფეხსაცმელმა ჩვენი ცხოვრება შეამსუბუქა. "ბალეტკებით", კედებით თუ ბოტასებით გადაადგილება გაცილებით მარტივია, არც დაცემის და ქუსლის გაჭედვის რისკია. თუმცა დაბალ ქუსლებსაც აქვს მედლის მეორე მხარე - ის ტვირთავს ხერხემალს, რაც ფეხებისა და ზურგის ტკივილს იწვევს.
გამოსავალი - შეარჩიეთ ფეხსაცმელი მცირე ზომის ქუსლით.
პენი ლეინი