17 მარტი, 2016
ორგაზმის იმიტაციას მამაკაცებიც აკეთებენ
ხშირად ქალები სექსზე თავის არიდების მიზნით, თავის ტკივლის ან უბრალოდ დაღლილობას იმიზეზებენ. და თუ საქმე მაინც სექსამდე მივიდა, ორგაზმის იმიტაციას აკეთებენ და მალევე იძინებენ.

აღმოჩნდა რომ საწოლში მამაკაცებიც თამაშობენ, თანაც ყველაზე ამაღელვებელ მომენტშიც კი.

რა თქმა უნდა, აქ პრეზერვატივით სექსზეა საუბარი. სხვა შემთხვევაში რთულია მამაკაცის ორგაზმის შედეგი ვერ შენიშნოთ.

სოციალური გამოკითხვის შედეგად, ნიუ-იორკელი მამაკაცების 30% გამოტყდა, რომ ორგაზმის იმიტაცია გაუკეთებიათ. მიზეზი იგივეა, როგორც ქალებში: იმის გაანალიზება, რომ პარტნიორი მოუთმენლად ელის კულმინაციას.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, უროლოგი
აბრაჰამ მორგენტალერი მთელ წიგნს უძღვნის მამაკაცებსა და სექსს, თუ რატომ აკეთებენ ისინი სექსის იმიტირებას.

"მიიჩნევა, რომ ეს ქალებისთვის სრულიად ნორმალურია - დაღლილია და არ სურს სექსით დაკავდეს. რამდენი ხუმრობა არსებობს მათი თავის ტკივილის შესახებ. კაცებისთვის კი ეს შეუსაბამოდ ითვლება - განმარტავს პროფესორი. არსებობს სტერეოტიპი, რომ მამაკაცი სექსისთვის ყოველთვის არის მზად. ჩვენ ვგრძნობთ ამ წნევას და ვალდებულნი ვართ სექსით დავკავდეთ, მაშინაც კი თუ დაღლილები ვართ ან არ გვაქვს შესაბამისი განწყობა".
სხვა მამაკაცებს უბრალოდ არ სურთ პარტნიორის წყენინება.

"25 წლის მანძილზე ამ თემას შევისწავლი და ერთი რამ ჩემთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. საქმე იმაშია, რომ როცა მამაკაცს ურთიერთობა აქვს, ის მეტად ღელავს გოგონაზე, ვიდრე საკუთარ თავზე - აღნიშნავს პროფესორი. ორგაზმის იმიტაცია კი - ეს მზრუნველობისა და სიკეთის გამოხატულებაა. რათა პარტნიორი კმაყოფილი იყოს და იფიქროს, რომ მათ შორის ყველაფერი კარგადაა."

ცოტახნის წინ ჩატარებული კვლევის შედეგად, როცა მეცნიერები ცდილობდნენ გაერკვიათ, რატომ აკეთებენ ქალები ორგაზმის იმიტაციას, გამოვლინდა, რომ მიზეზი ქალებსა და მამაკაცებში ერთი და იგივეა: პარტნიორის გრძნობებს ზიანი არ მიაყენონ.

ნებისმიერ შემთხვევაში, სექსოლოგები აღნიშნავენ, რომ ორგაზმის იმიტაციაში საგანგაშო არაფერია. მთავარია ეს ჩვევად არ გექცეთ.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS