17 მარტი, 2016
როგორ გავწმინდოთ ფანჯრები ზედმეტი ხარჯის გარეშე
დღეს დახლები აჭრელებულია უამრავი სახეობის ქიმიური საწმენდი საშუალებებით, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო (ზოგს ალერგიის ეშინია, ზოგიც ბავშვების ჯანმრთელობას უფრთხილდება) ბევრი მაინც ბუნებრივ საშწმენდ საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას.

ფანჯრებს კარგად ასუფთავებს ნიშადურის სპირტის წყალხსნარი: შეურიეთ ერთმანეთში ნიშადურის სპირტი და წყალი პროპორციით 1:4. შუშის გაწმენდა შეგიძლიათ ძველი გაზეთის ფურცლებით. ქაღალდი კარგად იწოვს სითხეს, ხოლო ტიპოგრაფულ ქაღალდზე არსებული ტყვიის ნაწილაკები საუკეთესოდ აპრიალებს შუშის ზედაპირს.

შუშიდან მსუბუქ ჭუჭყს კარგად აცლის წყალში გახსნილი ცოტაოდენი ცარცი ან კბილების საწმენდი ფხვნილი.

თუ შუშა
ძალიან ჭუჭყიანია და მტვრის სქელი ფენა ადევს, მას ადვილად გაწმენდთ სახამებლისა და წყლის ნაზავით: ერთ ლიტრ წყალში გახსენით ერთი სადილის კოვზი სახამებელი.

ფანჯრების შუშები კარგად რომ პრიალებდეს, ზეთში ოდნავ დასველებული ტილო წაუსვით.
დაორთქლილი ფანჯრები ქლორიანი კირის ხსნარით გაწმინდეთ.

წყალში გახსენით ცოტაოდენი გლიცერინი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტი - გაწმინდეთ ფანჯრები ამგვარი ხსნარით და ისინი დიდხანს არ დაიმტვერება.

თუ გინდათ თქვენი ფანჯრის მინები უჩვეულოდ აელვარდეს, წყალს ცოტაოდენი შაბიამანი ან სარეცხის ლილა შეურიეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS