16 მარტი, 2016
შესანიშნავი სკრაბი სხეულისთვის, რომელიც კანს ხავერდოვანს ხდის
1. აიღეთ შაქარი. შაქრის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის სკრაბის მომზადებას აპირებთ! დაახლოებით 1 ჭიქა (200გრ).

2. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი.

3. შემდეგი ინგრედიენტი - კაკაო, სასიამოვნო სუნისა და განწყობისათვის. დაუმატეთ დაახლოებით ნახევარი ჭიქა (100გრ).

4. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი
. მდიდარია ანტიოქსიდანტებით, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, ებრძვის ანთებით პროცესებს, აჩქარებს ცხიმების წვას. კვებავს და წმენდს კანს, ხდის გლუვსა და ელასტიურს.

5. აურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.

6. და ბოლო შტრიხი - ეს მსუბუქი თხევადი
საპონია. უმჯობესია აიღოთ თხელი, ნაკლებად მკვეთრი სუნით, რომელიც არ აშრობს კანს.

7. კიდევ ერთხელ აურიეთ ყველაფერი და გადაიტანეთ ქილაში, სადაც თქვენს არომატულ სკრაბს შეინახავთ.

სკრაბი კარგად შეიზილეთ სხეულზე, ამ დროს გამოიყოფა მეტი რაოდნობით ოფლი, რასაც ყველაფერი ზედმეტი გარეთ გამოაქვს.


პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS