რძე და ჯანმრთელობა
ჩატარდა გამოკვლევა - მონაწილეობა მიიღო 400 000 ზრდასრულმა ადამიანმა, მთელი მსოფლიოდან. დაკვირვება 28 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. შედეგად აღმოჩნდა, რომ ვინც ბევრ რძეს სვამდა, ნაკლებად ხდებოდა გულის დაავადებებისა და ინფაქტის მსხვერპლი, ვიდრე ისინი ვინც ნაკლებად სვამდა ან საერთოდ არ იღებდა რძის პროდუქტს.
სხვა ფაქტები:
რძე ზრდის საშვილოსნოს
დღესდღეობით არ არსებობს მტკიცებულება რძის მოხმარებისა და პირველი ტიპის დიაბეტს შორის კავშირის შესახებ.
რძე და წონაში კლება
კვლევამ აჩვენა, რომ დღეში სამჯერ რძის პროდუქტის მიღება წონის დაკლებაში სულაც არ ეხმარება. სხვა დამოუკიდებელმა კვლევამ ეს ფაქტი დაადასტურა - კილოგრამების დასაკლებად, რძის ყოველდღიური მიღება აბსოლუტურად უშედეგო გამოდგა.
ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან, დასკვნები შესაძლოა საკმაოდ სუბიექტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ აქვე გთავაზობთ შეჯამებას:
ჯერ არავის დაუმტკიცებია სარეკლამო კომპანიების მიერ ის გახმაურებული ფაქტი, რომ რძე ესოდენ სასარგებლოა. ჯანსაღი დიეტა სულაც არ გამომდინარეობს, მასში რძის პროდუქტის შემცველობიდან.
რძის პროდუქტების დღეში 1-3-ჯერ მიღება ალბათ საკმარისია საჭირო მინერალებისა და ვიტამინების მისაღებად, მაგრამ საკმარისი არ არის შემაშფოთებელი მავნებლობა გამოიწვიოს.
რძე და რძის პროდუქტები, რა თქმა უნდა, საუკეთესო საშულებაა საკმარისი რაოდენობის კალცის მისაღებად, თუმცა ის ერთადერთი არ არის. რძის პროდუქტების გამყარებას გირჩევთ D ვიტამინით, რაც ეხმარება ძვლებს უკეთ გაითავისონ მიღებული კალცი.
ნუ დაელოდებით, რომ ჭიქა რძე, იოგურტი ან ყველის ნაჭერი ზედმეტ კილოგრამებს მოგაშორებთ.
პენი ლეინი