• კბილის პასტის დახმარებით შეგიძლიათ ფინჯანს ყავისა და ჩაის ნადები მოაცილოთ, მისი დახმარებით ასევე ადვილად ამოიყვანთ პომადის კვალ ქსოვილიდან.
• კბილის პასტის მათეთრებელი თვისების წყალობით, თეთრი ტყავისგავ დამზადებულ
ნივთებს, მათ შორის ბოტასებს, შეგიძლიათ პირვანდელი იერი დაუბრუნოთ.
• კბილის პასტა ადვილად წმენდს ვერცხლის ნივთებს - წაუსვით პასტა ვერცხლის ნივთს, დატოვეთ 2-3 საათით და ჩვეულებრივად გარეცხეთ.
• თუ არ გინდათ
• კბილის პასტის ხსნარი კარგად აპრიალებს, ასევე, ქრომირებულ ზედაპირებს, მაგალითად, ნიჟარებს, ონკანებს. მისი დახმარებით შეგიძლიათ, ასევე, გაასუფთაოთ ფანქრითა და ფლომასტერით მოხატული შეღებილი კედლები.
• ასევე კარგად აშორებს ამჟავებული რძის სუნს ბავშვის საწოვარა ბოთლიდან.
კოსმეტოლოგიაში
• კბილის პასტის ანთებსაწინააღმდეგო თვისებას იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც: დაწოლის წინ მუწუკებზე ცოტაოდენი კბილის პასტა წაისვით - დილით მოშიშებული და შემცირებული ზომის დაგხვდებათ.
• კბილის პასტა შველის, ასევე, მსუბუქ დამწვრობასა და კოჟრებს. ოღონდ უნდა წაისვათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღია ჭრილობა არ არის.
• კბილის პასტა ხელს უშლის ტუჩზე ჰერპესის განვითარებას, ამიტომ როგორც კი იჩენს თავს მაშინვე წაისვით. ასევე, აცხრობს ქავილის გრძნობას მწერის ნაკბენის დროს.
სოფიო ბულაური