16 მარტი, 2016
კბილის პასტის გამოყენების უჩვეულო მეთოდები - ნიძლავს ვდებთ, ამის შესახებ დღემდე არ იცოდით
კბილის პასტა, როგორც აღმოჩნდა მხოლოდ კბილებისთვის როდია სასარგებლო, გონებამახვილმა დამიანებმა მისი სხვა შესაძლებლობებიც აღმოაჩინეს. მაშ, კიდევ რა სარგებლობა მოაქვს კბილის პასტას?

• კბილის პასტის დახმარებით შეგიძლიათ ფინჯანს ყავისა და ჩაის ნადები მოაცილოთ, მისი დახმარებით ასევე ადვილად ამოიყვანთ პომადის კვალ ქსოვილიდან.

• კბილის პასტის მათეთრებელი თვისების წყალობით, თეთრი ტყავისგავ დამზადებულ
ნივთებს, მათ შორის ბოტასებს, შეგიძლიათ პირვანდელი იერი დაუბრუნოთ.

• კბილის პასტა ადვილად წმენდს ვერცხლის ნივთებს - წაუსვით პასტა ვერცხლის ნივთს, დატოვეთ 2-3 საათით და ჩვეულებრივად გარეცხეთ.

• თუ არ გინდათ
სარკე ან ნებისმიერი შუშის ზედაპირი დაიორთქლოს, წყალში ცოტაოდენი კბილის პასტა გახსენით და შუშის ზედაპირს გადაუსვით.

• კბილის პასტის ხსნარი კარგად აპრიალებს, ასევე, ქრომირებულ ზედაპირებს, მაგალითად, ნიჟარებს, ონკანებს. მისი დახმარებით შეგიძლიათ, ასევე, გაასუფთაოთ ფანქრითა და ფლომასტერით მოხატული შეღებილი კედლები.

• ასევე კარგად აშორებს ამჟავებული რძის სუნს ბავშვის საწოვარა ბოთლიდან.
კოსმეტოლოგიაში

• კბილის პასტის ანთებსაწინააღმდეგო თვისებას იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც: დაწოლის წინ მუწუკებზე ცოტაოდენი კბილის პასტა წაისვით - დილით მოშიშებული და შემცირებული ზომის დაგხვდებათ.

• კბილის პასტა შველის, ასევე, მსუბუქ დამწვრობასა და კოჟრებს. ოღონდ უნდა წაისვათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღია ჭრილობა არ არის.

• კბილის პასტა ხელს უშლის ტუჩზე ჰერპესის განვითარებას, ამიტომ როგორც კი იჩენს თავს მაშინვე წაისვით. ასევე, აცხრობს ქავილის გრძნობას მწერის ნაკბენის დროს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS