15 მარტი, 2016
მეცნიერები ალკოჰოლის დადებით მხარეებზე ალაპარაკდნენ - ჭკუას მატებს და ცხოვრებას ახანგრძლივებს?
ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება, რა თქმა უნდა, ვნებს ჯანმრთელობას. თუმცა, ზომიერად ძალიან სასარგებლოც არის. ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი, მაგრამ საინტერესოა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რამდენიმე მიზეზი, რატომ უნდა დავლიოთ ალკოჰოლი.

ალკოჰოლი აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. მისი ზომიერად მიღება 25-40 %-ით ამცირებას გულის დაავადებების განვითარების რისკს.
ალკოჰოლი ჭკუას მატებს. ძლიერი სიმთვრალე ტვინზე დამანგრევლად მოქმედებს, მაგრამ თუ ცოტა რაოდენობით ალკოჰოლი აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით მათემატიკურ აზროვნებას.

აკოჰოლი შველის ანტიფრიზით მოწამვლისას. 2007 წელს ავსტრალიელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე წვეთი არყის
მეშვეობით გადაარჩინეს ანტიფრიზით მოწამლული ადამიანი. ზოგჯერ ასეთი მოწამვლისას სუფთა სპირტს იყენებენ.

აკოჰოლი ეხმარება მამაკაცს ინტიმური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. გამოკვლევებით დადასტურდა, რომ იმ მამაკაცებს, რომლებიც ზომიერად მოიხმარენ ალკოჰოლს, ნაკლებად აწუხებთ ერექციული დისფუნქციის პრობლემები.

აკოჰოლი ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს. გერმანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ზომიერი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება 30%-ით ამცირებს მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს.

ალკოჰოლი ცხოვრებას ახანგრძლივებს. აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ზომიერად მიირთმევენ ალკოჰოლს უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, როლებიც საერთოდ არ სვამენ სპირტიან სასმელებს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS