15 მარტი, 2016
ყველაზე ბედნიერები ისინი არიან, ვინც საკუთარ მამაკაცებს სხვა ქალებზე შეხედვის უფლებას აძლევენ
ქალებს ხშირად ძალიან აღიზიანებთ, როცა მამაკაცები სხვა მომხიბვლელ ქალებს უყურებენ. ჩვეულებრივ სიბრაზითა და ეჭვიანობით გამოხატავენ ამას, და მაშინ მამაკაცმა არ იცის, როგორ მოიქცეს ქალის დასამშვიდებლად.

ქალებმა კი უნდა გაითავისონ, რომ მამაკაცები ყოველთვის შენიშნავენ სხვა მიმზიდველ ქალებს.

რატომ უყურებენ მამაკაცები სხვა ქალებს

ყველასთვის ცნობილია, რომ მამაკაცებს პირველ რიგში გარეგნული ფორმები იზიდავთ - სახის ფორმა, წელისა და თეძოების პროპორციული თანაფარდობა, ლამაზი კანი, თმები, ლამაზი სხეული. როცა მამაკაცი მსგავსი სტანდარტის აღნაგობას ხვდება, მის თვალებს აიძულებს მზერა შედარებით დიდხანს
შეაჩეროს.

არ აქვს მნიშვნელობა როგორია მისი ოჯახური მდგომარეობა, როგორც კი მიმზიდველ ქალს ხედავს, მაშინვე ამჩნევს მის სილამაზეს. მხოლოდ იმიტომ რომ მამაკაცი ცოლიანია ან ურთიერთობაშია, სხვა ქალები სექსუალურობას არ კარგავენ.

ანალოგიურად ხდება ქალების შემთხვევაშიც. როცა თქვენ ლამაზ, სიმპათიურ მამაკაცს ამჩნევთ, აუცილებლად აღნიშნავთ მის სიმპათიურობას ან გაიფიქრებთ მაინც თუ როგორი მაგარია. თუმცა იცით, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა მიმზიდველი მამაკაცი დაინახეთ, ამით პარტნიორს არ ღალატობთ.

ამიტომ არც მამაკაცის შემთხვევაში ნიშნავს სხვა ქალზე შეხედვა იმას, რომ აღარ მოსწონხართ ან არ უყვარხართ. მას უყვარხართ, მისთვის ძალიან ლამაზიც ხართ, თქვენს გვერდით უმიზეზოდ არ არის და სურ,ს რომ ეს გაიგოთ.

თუმცა განსხვავება არსებობს - როცა მამაკაცი უბრალოდ შენიშნავს მიმზიდველ ქალს და როცა მამაკაცი ამას იმისთვის აკეთებს, რომ სხვებს დაანახოს რამდენად მოსწონს ეს ქალი.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნატა
ლამაზი ქალისთვის მეც ბევრჯერ გამიყოლებია თვალი. თვალის გაყოლება და სილამაზით ტკბობა სულაც არ ნიშნავს იმას რომ გიღალატებენ. მოღალატე ადამიანი ცოლის გვერდით არც კი გაიხედება სხვისკენ ...ისე იცოცხლეეეეე
12:43 / 18-03-2016
გამოხმაურება / 0 /
მერე რა?!
მთავარია უხამსი ფორმა არ მიიღოს, თორემ მერე რა მოხდა? ლამაზი ადამიანის დანახვა ყველას სიამოვნებს ქალსაც და კაცსაც!
01:29 / 17-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS