1. მამაკაცები არ ფიქრობენ ისე, როგორც ქალები. არ ფიქრობენ ყველა წვრილმანზე. თუ თავი ექავება, მაშინვე მოიქავებს. არ ფიქრობს რატომ და როგორ. ისინი არაფერს ართულებენ.
2. მამაკაცები არ ეძებენ ყველაფრის მიზეზსა და კითხვაზე "რატომ?" - პასუხს. არ ეძებენ ყველაფერში ფარულ აზრს. იღებენ ყველაფერს ისე
3. მამაკაცებს საკუთარი არავერბალური ენა აქვთ. ჰო, ისინი ქალებისგან მინიშნებას ელოდებიან - როდის შეხედავს ქალი მას, გაუღიმებს. თუ გამოელაპარაკა, ეს კიდევ უფრო უკეთესი. მამაკაცი ქალისგან ელის, როდის აგრძნობინებს, მიანიშნებს და მაშინვე ფინია ძაღლივით მასთან გაჩნდება.
4. მამაკაცებს არ ჰგონიათ, რომ ქალები მათზე ფიქრობენ. ქალები ხშირად განიხილავენ თუ როგორ ფიქრობენ მამაკაცები მათზე, როგორ იღებენ მათ ქმედებებს, მაგრამ ხშირად ცდებიან. თუ ქალი მამაკაცს უყურებს, მამაკაცი არ ფიქრობს, რომ ეს ქალი მსუბუქი ყოფაქცევისაა. ყველაფერი, რასაც ის ამ დროს ფიქრობს არის ის, რომ მას ქალი უყურებს. მორჩა! და მას ეს ახარებს.
5. მამაკაცებს პირდაპირობა მოსწონთ. ქალებო, უნდა ჩაწვდეთ მამაკაცების ფიქრებს და ამ ცოდნით იხელმძღვანელოთ. გაიღიმეთ და იყავით პირდაპირები. თუ არ ესაუბრებით, მიანიშნეთ მაინც, რომ ურთიერთობისა და ნაცნობობისთვის გახსნილი ხართ.
პენი ლეინი