სანამ თმაზე შამპუნს წაისვამთ, ყოველ წასასმელ ულუფაში რამდენიმე წვეთი ნატურალური ზეთი ჩაამატეთ.
ამ მეთოდით თავის დაბანის შემდეგ თმა უფრო ადვილად ივარცხნება, ბზინავს და ნაკლებად ცვივა.
გამოიყენეთ ისეთი ზეთი, რომელიც ყველაზე მეტად უხდება თმას - მაგალითად, ჟოჟობას ან ატმის კურკების ზეთი. შეგიძლიათ ეთერზეთიც დაუმატოთ. სასურველია, ეთერზეთი თმის ტიპის მიხედვით შეარჩიოთ:
ცხიმიანი თმისთვის - ლიმონის, პიტნის, ბერგამოტის, ჩაის
ნორმალური თმისთვის - ფორთოხლის, ლავანდის.
მშრალი თმისთვის - ჟასმინის, სანდალოზის.
ერთი დაბანისთვის საკმარისია 5-6 წვეთი ნატურალური ზეთი და 3-4 წვეთი ეთერზეთი.
სოფიო ბულაური