ოდესმე გაგჩენიათ კითხვა, რატომ ღირს წითელი წიწაკა უფრო ძვირი, ვიდრე მწვანე?
ან რატომ სტკივა ზოგიერთს მუცელი მწვანე წიწაკის მიღების შემდეგ?
ახლა სწორედ ამ კითხვებზე გაგცემთ პასუხს:
რა განსხვავებაა წითელ, მწვანე, ყვითელ ან ნარინჯისფერ წიწაკებს შორის?
მწვანე, ტკბილი წიწაკა - ეს ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი წიწაკის არშემდგარი ვერსიაა. შესაბამისად, ის ნაკლებად ტკბილია, მომწარო გემო აქვს და მისი მიღება კუჭის გაღიზიანებასაც იწვევს.
რატომ ღირს მწვანე
იქედან გამომდინარე, რომ მწვანე წიწაკა დაუმწიფებელია, მისი შეგროვება ადრე იწყება და დიდხანს მოვლა არ სჭირდება. ყვითელ, წითელ და ნარინჯისფერ წიწაკებზე კი მეტი რესურსი იხარჯება, მათი შეგროვება გაცილებით გვიან ხდება, რაც უფრო ძვირადღირებულს ხდის.
რომელი სახის წიწაკაა უფრო სასარგებლო?
როგორც მოგახსენეთ, ტკბილი წიწაკა - A და C ვიტამინებს შეიცავს, მაგრამ წითელ წიწაკაში 11-ჯერ მეტი რაოდენობითაა სივსიმნის საწინააღმდეგო ბეტა-კაროტინი, ვიდრე მწვანეში.
მეორეს მხრივ, ყვითელ წიწაკაში მეტი რაოდენობით С ვიტამინია, ვიდრე მწვანეში, მაგრამ ნაკლები რაოდენობითაა A ვიტამინი და ბეტა-კაროტინი.
პენი ლეინი