14 მარტი, 2016
4 რჩევა - თუ მამაკაცის დაბრუნება გსურთ
გაინტერესებთ შესაძლებელია თუ არა დაკარგული მამაკაცის დაბრუნება? პასუხი შეიძლება იყოს როგორც დიახ, ისე - არა. მთავარია, არ აიძულოთ მას დაბრუნება. შემდეგი 4 ნაბიჯი კი საყვარელი მამაკაცის დაბრუნების შანსებს მაქსიმალურად გაზრდის.

1. თუ ახლახანს დაშორდით, მინიმუმ ერთ თვეს თავი დაანებეთ

თუ აუცილებლობას არ მოითხოვს, უმჯობესია განუწყვეტლივ კავშირს მოერიდოთ. მიეცით დრო, მაშინვე ნუ აგრძნობინებთ, რომ შერიგება გსურთ. მოუშუშდეს ჭრილობები, განთავისუფლდეს ცუდი მოგონებებისა და ემოციებისგან.

2. გამოკეთდით, თავს მიხედეთ და კონცენტრირდით იმაზე, რისი კონტროლიც შეგიძლიათ
ეს გასაღებია ყოფილის დასაბრუნებელი -
მთელი ძალისხმევით ეცადეთ გახდეთ უკეთესი და გაიუმჯობესოთ ცხოვრება. გააკეთეთ რაც მოგწონთ, გაიხსენეთ მივიწყებული ჰობი ან მოიფიქრეთ ახალი. დაარღვიეთ ყოველდღიური რუტინა. გაცილებით მიმზიდველი გახდებით.

3. გულწრფელად განსაჯეთ, რამდენად შეეფერებით ერთმანეთს

ვიდრე მასთან დაბრუნებას გადაწყვეტთ, კარგად გააანალიზეთ რამდენად ჰარმონიულად გრძნობთ თავს ერთად. რატომ გინდათ მისი დაბრუნება? როგორი ურთიერთობა გაქვთ? ნამდვილია თუ გიჭირთ მასთან საერთო ენის გამონახვა? იქნებ უბრალოდ მარტოობა გაშინებთ და სწორედ ამიტომ გსურთ მისი დაბრუნება?

4. გააცნობიერეთ - მაშინაც კი თუ არაფერი გამოგივათ, ყველაფერი კარგად იქნება

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
თუ თქვენი სიხარული და ბედნიერება დამოკიდებულებია მის დაბრუნებაზე, ამ დროს თავს იმედგაცრუებისთვის განაწყობთ. ეს კი ცუდ ენერგიას ქმნის, რაც მამაკაცს განიზიდავს. ის გრძნობს თუ რამდენად უიმედოდ ხართ. მამაკაცს ისეთი სჭირდებით, როგორც ჩვენს მეორე პუნქტში განვიხილეთ.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS