1. თუ ახლახანს დაშორდით, მინიმუმ ერთ თვეს თავი დაანებეთ
თუ აუცილებლობას არ მოითხოვს, უმჯობესია განუწყვეტლივ კავშირს მოერიდოთ. მიეცით დრო, მაშინვე ნუ აგრძნობინებთ, რომ შერიგება გსურთ. მოუშუშდეს ჭრილობები, განთავისუფლდეს ცუდი მოგონებებისა და ემოციებისგან.
2. გამოკეთდით, თავს მიხედეთ და კონცენტრირდით იმაზე, რისი კონტროლიც შეგიძლიათ
ეს გასაღებია ყოფილის დასაბრუნებელი -
3. გულწრფელად განსაჯეთ, რამდენად შეეფერებით ერთმანეთს
ვიდრე მასთან დაბრუნებას გადაწყვეტთ, კარგად გააანალიზეთ რამდენად ჰარმონიულად გრძნობთ თავს ერთად. რატომ გინდათ მისი დაბრუნება? როგორი ურთიერთობა გაქვთ? ნამდვილია თუ გიჭირთ მასთან საერთო ენის გამონახვა? იქნებ უბრალოდ მარტოობა გაშინებთ და სწორედ ამიტომ გსურთ მისი დაბრუნება?
4. გააცნობიერეთ - მაშინაც კი თუ არაფერი გამოგივათ, ყველაფერი კარგად იქნება
ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თუ თქვენი სიხარული და ბედნიერება დამოკიდებულებია მის დაბრუნებაზე, ამ დროს თავს იმედგაცრუებისთვის განაწყობთ. ეს კი ცუდ ენერგიას ქმნის, რაც მამაკაცს განიზიდავს. ის გრძნობს თუ რამდენად უიმედოდ ხართ. მამაკაცს ისეთი სჭირდებით, როგორც ჩვენს მეორე პუნქტში განვიხილეთ.
პენი ლეინი