ერთ ჭიწა წყალში შეურიეთ ნახევარი ლიმონის წვენი, შედგით მიკროტალღურ ღუმელში და ჩართეთ მაქსიმალურ ტემპერატურაზე 2-3 წუთით.
წყალი უნდა ადუღდეს და ორთქლი ღუმლის კედლებს მოედოს. ამის შემდეგ საკმარისია მხოლოდ რბილი მშრალი ტილოთი გამოასუფთაოთ.
თუ ლიმონი არ გაქვთ, შეგიძლიათ წყალს ერთ სადილის კოვზი საკვები სოდა დაუმატოთ, თუმცა ლიმონი მთელ სამზარეულოში უფრო სასიამოვნო არომატს დააყენებს. ლიმონის ნაცვლად შეგიძლიათ, ასევე, ლიმონის ან ფორთოხლის კანი
ამ მეთოდის უპირატესობა ისიც არის, რომ არ გჭირდებათ ქიმიური საწმენდი საშუალების გამოყენება, რის შემდეგაც მიკროტალღურ ღუმელში სპეციფიკური სუნი რჩება, რომელიც შეიძლება გაცხელებულ საკვებსაც გადაედოს.
სოფიო ბულაური