13 მარტი, 2016
რატომ არ უნდა გადააგდოთ გამოყენებული ერთჯერადი ჩაი პაკეტი - ეს სამსახურში გამოგადგებათ
პაკეტის ჩაის კარგ თუ მავნე თვისებებზე ბევრი იწერება, თუმცა ამჯერად ამ საკითხზე მსჯელობას არ ვაპირებთ, უბრალოდ, საინტერესოა, რაში შეიძლება გამოგვადგეს უკვე გამოყენებული ჩაის პაკეტი.

ჭიქის გასახეხად

ყველასთვის ნაცნობი სურათია სამსახურში ჩაის ჭიქაზე დარჩენილი მოყავისფრო ლაქები, რომლებიც სოდით ან ჭურჭლის სარეცხი ფხვნილით უნდა გარეცხოთ. არადა, ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებს თავად უკვე გამოყენებული ჩაის პაკეტი: სანამ ჩაის სვამთ, პაკეტი ლამბაქზე დადეთ და შემდეგ, უბრალოდ, ჭიქას გამოუსვით.

ჭურჭლიდან ცხიმის მოსაცილებლად

ეს მეთოდიც ოფისის მუშაკებმა მოიგონეს. თუ ჭურჭლის სარეცხი
საშუალება ხელთ არ გაქვთ და ოფისში არც ცხელი წყალი მოდის, ჭურჭლიდან ცხიმიანი საკვების ნარჩენებს ადვილად მოაშორებთ ჩაის გამოყენებული პაკეტებით.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS