1. თავდაჯერებულება - ეს გასაღებია
არ იყო გარეგნულად იდეალური, მაგრამ თავდაჯერებულად მიაბიჯებდე, თავი მაღლა გეჭიროს, კონტაქტი მაყურებელთან და ფართო ღიმილი. თავდაჯერებულება წარმატების ამოსავალი წერტილია, შეგეძლოს სასურველისკენ სწრაფვა - ეს ძალიან სექსუალურია.
2. ამბიციები
ადამიანს მიზანს აძლევს, მიმართულებას
3. ვნება
ვნება ცხოვრების მიმართ. ვნება სხვა ადამიანის მიმართ. ვნება გატაცების მიმართ, ჰობი, ხელოვნება, მუსიკა, რაც ქალს მოსწონს. როცა ქალი რაიმეთია გატაცებული - ძალიან სექსუალურია.
4. სიკეთე
სამწუხაროდ, სიკეთე გარშემომყოფებში ძალიან იშვიათი მახასიათებელია. მიხვიდე მეორე ადამიანთან, გამოხატო თანაგრძნობა, იმისდა მიუხედავად თუ ვინ არის ეროვნებით ან როგორია მისი სოციალური სტატუსი, ეს ადამიანის დიდ გულზე მიანიშნებს და ბევრად მიმზიდველია, ვიდრე გარეგნული სექსუალურობა.
5. გულწრფელობა
როცა ქალი გულწრფელია, არის ის, ვინც სინამდვილეშია, ამით მამაკაცის მიმართ პატივისცემას გამოხატავს. რამდენ ხანს შეძლებთ მატყუარა ლამაზმანთან ცხოვრებას?
თუ თქვენი პარტნიორის ნდობა არ გექნებათ, განა შეიძლება ის თქვენთვის სექსუალური იყოს?
6. მადლიერება
და ამას არავითარი კავშირი არ აქვს სამოსის ღირებულებასთან. ეს ღირსების გრძნობაა, რამდენად სცემს ქალი საკუთარ თავს პატივს, როგორ პატივს გამოხატავს გარშემომყოფების მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა რა ფირმის მანქანას ატარებს და რომელი ბრენდის სამოსი აცვია. თუ სხვების მიმართ ცუდი დამოკიდებულება აქვს და სძულს ისინი, ეს მთელს მის სილამაზეს დააბნელებს.
7. ინტელექტი
ხვდებიან სამოსით, აცილებენ ჭკუით. თუ მამაკაცს არ ექნება ლამაზ ქალთან სასაუბრო თემა, მისი სილამაზე მალე უინტერესო გახდება. ნამდვილი ურთიერთობა, სწორედ ურთიერთობაზეა აგებული.
პენი ლეინი