ლიმონი და შაქრის პუდრი
დამწვარ ადგილს მოასხით ლიმონის წვენი, შემდეგ მოაყარეთ შაქრის პუდრი და დატოვეთ, სანამ გაშრება. შემდეგ კი გრილ წყალში გარეცხეთ.
წყალი და მარილი
დანამეთ წყლით დამწვარი ადგილი, მოაყარეთ წმინდად დაფქული მარილი და დადეთ მზეზე, როცა გაშრება, გრილ წყალში გარეცხეთ.
წყალი და ამჟავებული რძე
წყალბადის ზეჟანგი
თუ ქსოვილი ერთი ფერისაა უთოთი დატოვებულ კვალზე დაასხით რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტით გაზავებული ცოტაოდენი წყალბადის ზეჟანგი. თუ ფერადი ქსოვილია, მაშინ დაასველეთ ბორაკის სუსტი ხსნარით. ორივე შემთხვევაში ქსოვილი მზეზე გააშრეთ და შემდეგ გარეცხეთ.
ხახვი
თავი ხახვი გაჭერით შუაზე და წვნიანი მხრიდან წაუსვით დამწვარ ადგილს. შემდეგ წაუსვით ჩვეულებრივი სარეცხი ან დელიკატური რეცხვისთვის განკუთვნილი თხევადი საშუალება. ფრთხილად იყავით - შეღებილმა ქსოვილმა შეიძლება ფერი შეიცვალოს. ხახვი ნაქსოვ ქსოვილსაც შველის.
თუ უთომ შალის ქსოვილი მიიტაცა, დაადეთ გაჭრილი ხახვი და გააჩერეთ ნახევარი საათით. შემდეგ გარეცხეთ.
ბორაკის ხსნარი
სელისა და ბამბის ქსოვილიდან უთოს კვალის მოცილება შეიძლება ბორაკის ხსნარის დახმარებით: 1 ჩაის კოვზი ბორაკი გახსენით ერთ ჭიქა წყალში. მიღებული ხსნარით დაამუშავეთ დამწვარი ადგილი, შემდეგ კი ქსოვილი გარეცხეთ.
სოდა
სოდა გამოგადგებათ დელიკატური ქსოვილებისთვის. მაგალითად, აბრეშუმისთვის. საკვებ სოდას დაამატეთ იმდენი წყალი, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ, წაუსვით მინაწვავ მონაკვეთს და როცა გაშრება, ჩვეულებრივად გარეცხეთ.
სოფიო ბულაური