ყველაფერი იწყება სასარგებლო ჩვევებიდან, რომლებსაც მიზეზებისა და შედეგების ჯაჭვით უკეთესი, უფრო წარმატებული ცხოვრებისკენ მივყავართ.
1. შეეცადეთ, ყოველი დღე საყვარელ ადამიანებთან გაატაროთ. ეს რთულია, მაგრამ შეეცადე ყოველდღე რაიმე მაინც გააკეთო ამისთვის. ბონსაის ხე ყოველდღე იზრდება, მაგრამ კარგმა ოსტატმა იცის, როგორ გასხლას, რომ მისგან ხელოვნების ნიმუში შექმნას.
2. ყოველდღე გაექეცი სიკვდილს. ეს ნიშნავს, რომ მოერიდო ყველაფერს, რაც შენთვის
ბევრი ფიქრობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად მეტაბოლიზმი იცვლება - ასე არ არის. უბრალოდ, ასაკის მატებასთან ერთად უფრო დიდხანს ვზივართ, არადა, მეტი მოძრაობაა საჭირო.
3. შეეცადე, რთულ სიტუაციებშიც კი სარგებელი ნახო. მაშინაც კი თუ ძალიან გაბრაზებული ხარ და არაფერი არ გამოგდის, შეეცადე არ გამოგეპაროს, რაც შენთვის კარგი და სასარგებლო იქნება. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ გამოცდილებაა.
4. შეეცადე ყოველდღე ათი იდეა მოიფიქრო. ეს იოლი არ არის, მაგრამ თუ ძალიან შეეცდებით, შედეგს რამდენიმე თვეში მიაღწევთ.
5. დაისახე არა ერთი, არამედ რამდენიმე მიზანი. ბევრი მთელი ცხოვრება ერთი მიზნის მიღწევას ცდილობს. სჯობს, რამდენიმე მიზანი დაისახოთ და ერთს მაინც მიაღწიოთ.
6. არავითარი ბოდიში. დანაშაულის გრძნობა ენერგიას გაცლის, თავის მართლება დამღლელია. თქვენ ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ მიაღწიოთ იმას, რაც გინდათ.
7. უორენ ბაფეტის წესი 5/25. შეადგინეთ 25-პუნქტიანი სია, რის გაკეთებასაც აპირებთ ცხოვრებაში. შეასრულეთ პირველი ხუთი და არასოდეს იფიქროთ დანარჩენ ოცზე - ისინი, უბრალოდ, დროს დაგაკარგვინებენ იმისთვის, რომ გააკეთოთ პირველი ხუთი, რომლებიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
8. ყველაფერი ბოლომდე მიიყვანეთ - ეს უფრო სრულყოფილი ვერსიაა რჩევისა "გააკეთე ეს".
9. ყოველდღე გააკეთეთ რამე, რაც ბავშვობაში გიყვარდათ.
10. დასვით შეკითხვები. დაუსვით შეკითხვები თქვენზე ჭკვიან ადამიანებს, ისწალეთ, იყავით ცნობისმოყვარე.
11. დაუშვით შეცდომები. ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ. მხოლოდ დაცემის შემდეგ შეიძლება ნამდვილად გაფრინდე.
12. იძინეთ - და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ტვინი გაღვიძებიდან მხოლოდ 2-5 საათის შემდეგ არის ყველაზე აქტიური. მოერიდეთ იმ ადამიანებს, რომლების ამბობენ, რომ მათთვის 3-5 საათის ძილიც საკმარისია. ეს ბოროტებაა.
13. ისწავლეთ "არას" თქმა. თუ ხედავთ, რომ თუნდაც ყველაზე სერიოზული რამ შედეგს არ იძლევა, უარი თქვით მასზე. თუნდაც ეს სამსახურში ყოველდღიური თათბირი იყოს.
14. არ იჩქაროთ. დაყავით თქვენი მიზანი რამდენიმე ეტაპად და აღნიშნეთ ყოველი ეტაპის დაძლევა. ნელა, მაგრამ მტკიცედ იარეთ დასახული მიზნისკენ.
15. გიყვარდეთ. კარგი ადამიანების სიყვარული ადვილია. იმათზე რას იტყვით, ვინც არ მოგწონთ? შეეცადეთ მათში დადებითი მხარეები აღმოაჩინოთ და პირადი გრძნობების მიუხედავად წარმატებები უსურვოთ.
16. აქ და ახლა. წარსული დარჩა წარსულში. მომავალი მომავალშია. თქვენ გაქვთ აწმყო - აქ და ახლა- ეს ის არის, რაზეც უნდა იფიქროთ და რასაც მთელი გულისყური მიაპყროთ.
სოფიო ბულაური