11 მარტი, 2016
10 ჩვევა, რომლებიც ტვინს ანგრევს
ადამიანის ტვინი ძალზე მგრძნობიარე ორგანოა. მისი მუშაობის მცირედმა დარღვევამაც კი შეიძლება სხვადასხვა გართულება გამოიწვიოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ყველაზე გავრცელებული ყოველდღიური ჩვევები, რომლებიც ადამიანის ტვინზე დამანგრევლად მოქმედებს.

1. საუზმეზე უარის თქმა. დილით საუზმეზე უარის თქმა სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს, რის გამოც ტვინს საჭირო რაოდენობის საკვები არ მიეწოდება, რამაც შეიძლება მისი დეგენერაცია გამოიწვიოს.

2. ზედმეტი ჭამა.
ეს აძლიერებს ტვინის არტერიის დატვირთვას და შეიძლება გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება გამოიწვიოს.

3. მოწევა ამცირებს ტვინის მოცულობას და შეიძლება ალცჰაიმერის დაავადების მიზეზი გახდეს.

4. ბევრი
შაქარი.
ჭარბი ტკბილეული აფერხებს ცილებისა და მკვებავი ნივთიერებების შეთვისებას, არღვევს ტვინის კვების პროცესს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ტვინის განვითარებას.

5. დაბინძურებული ჰაერი.
ტვინი ყველაზე მეტ ჟანგბადს მოიხმარს. დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვისას ფერხდება ჟანგბადის მიწოდების პროცესი, რაც მნიშვნელოვნად აქვეითებს ტვინის ეფექტურ მუშაობას.

6. გამოუძინებლობა. ძილი ტვინს დასვენების საშუალებას აძლევს. ხანგრძლივი უძილობა, ასევე ძილის უკმარისობა აჩქარებს ტვინის უჯრედების კვდომას.

7. თავშეფუთული ძილი. როგორც აღმოჩნდა, ბევრს სძინავს თავზე საბანწაფარებულს. ეს ზრდის ნახშირორჟანგის კონცენტრაციას და ამცირებს ჟანგბადის კონცენტრაციას, რამაც შეიძლება ტვინის დაზიანება გამოიწვიოს.

8. გონებრივი მუშაობა ავადმყოფობის დროს.
ავადმყოფობის დროს ძალიან რთულია მუშაობა და მეცადინეობა, ეს ვნებს ტვინს და აქვეითებს მის ეფექტიანობას.

9. ნაკლები ფიქრი და აზროვნება. ფიქრი, აზროვნება ტვინისთვის საუკეთესო ვარჯიშია, წინააღმდეგ შემთხვევაში ტვინი დაპატარავდება.

10. ცოტა ლაპარაკი. ინტელექტუალური საუბრები ხელს უწყობს ტვინის აქტიურ და ეფექტურ მუშაობას.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS