10 მარტი, 2016
რა არ მოსწონთ მამაკაცებს ქალებში - 9 პუნქტი, რომელიც ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს
ქალი ადვილად ამჩნევს სხვა ქალის ნაკლს - ცუდი მაკიაჟი, ვარცხნილობა, უგემოვნო სამოსი..
აღმოჩნდა, რომ ქალებს, არც მამაკაცები ჩამორჩებიან. გაიგეთ, რა არ მოსწონთ მათ:

1. გადატვირთული ვარცხნილობა

დიდი რაოდენობით თმის ლაქი, თმის მოცულობისა და ფორმისთვის - ეს ის არ არის რაზეც მამაკაცს შეხება ან დაყნოსვა მოუნდება. ისინი უპირატესობას ანიჭებენ, გრძელ, დაშვებულ, რბილ, აბრეშუმისებრ თმას და არა წებოვან ლაქს.

2. ნიღბიანი სახე

ტონალური კრემი ნაკლის დასაფარად გამოიყენება და არ არის საჭირო სქელ ფენად წაისვათ. ამასთან ტონალობა შეარჩიეთ ისე, რომ
სახის ფერი კისრისა და დეკოლტეს ზონის ფერისგან თითქმის არ განსხვავდებოდეს.

3. დაწეპებული წამწამები

ნაცნობი ეფექტი - როცა ქალი გადაჭარბებული რაოდენობის ტუშს გამოიყენებს, კიდევ უფრო უარესი შედეგი იქნება, თუ ტუში უხარისხოა - წამწამები ერთდება და ტუშიც იდღაბნება. გამოიყენეთ ხარისხიანი კოსმეტიკა და სავარცხელი ტუშის წასმის შემდეგ.

4. ზედმეტი ბრჭყვიალი

თუ პროფესიონალი ვიზაჟისტი არ ხართ, უმჯობესია ცივი ჩრდილები გამოიყენოთ.

5. ყვითელი კბილები და არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში

რა თქმა უნდა, ეს არავის ხიბლავს. თუ ჰიგიენასთან კარგი დამოკიდებულება გაქვთ, მაშინ საკმარისია რაციონიდან ამოიღოთ ყავა, შავი ჩაი და წითელი ღვინო, ასევე სიგარეტი. გამოიყენეთ მათეთრებელი საშუალებები, პირის ღრუს სუნის გამწმენდი.

6. მშრალი ან ცხიმიანი კანი

ჰო, მამაკაცები ამჩნევენ. მშრალი კანი იქერცხლება, ცხიმიანი კი არასასიამოვნოდ პრიალებს, ცუდი შესახედია.

7. შეღებვა საზოგადოებაში

მამაკაცებს არ აინტერესებთ როგორ იწესრიგებთ თავს. მაკიაჟი სახლში წაისვით.

8. მუქი ფერის პომადა

ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევებს ეხება, როცა ვახშმობისას ხვდებით ერთმანეთს. მუქი ფერის პომადა ხშირად კბილებზე გადადის, ტუჩებზე მისი ნარჩენები კი მიმზიდველი არ არის.

9. ზედმეტი სუნამო

რაც უფრო ძვირადღირებულია სუნამო, მით უფრო ნაკლები უნდა იპკუროთ. არც უხარისხო შეისხათ ბევრი. დაისხით მაჯაზე მხოლოდ რამდენიმე წვეთი და გადაინაწილეთ ყელზე, ყურების უკან, ეს სრულებით საკმარისია.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS