10 მარტი, 2016
ქალების 5 სასიკვდილო შეცდომა მამაკაცებთან ურთიერთობისას
კარგი მამაკაცის პოვნა რთულია, ამიტომ როცა ასეთ ადამიანს შეხვდებით, უმჯობესია მსგავსი სასიკვდილო შეცდომებით შანსები არ დაკარგოთ.

გთავაზობთ 5 სასიკვდილო შეცდომას, რომლებიც სასურველ მამაკაცს გაკარგვინებთ.

რჩევები, როგორ გაუმკლავდეთ მათ:

1. საკუთარი გრძნობების ნაადრევად გამხელა

ის, რომ მამაკაცები პირად თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას უფრთხილდებიან, საიდუმლო სულაც არ არის. როცა თავად უხსნით სიყვარულს, ფიქრობს, რომ იმ გოგონების რიცხვს მიეკუთვნებით, კისერზე რომ ეკიდებიან. შესაბამისად, ნუ გაუსწრებთ მოვლენებს. ნუ იჩქარებთ. თქვენი გამოტყდომა, ვერ დააჩქარებს პროცესებს, ვერ აიძულებს მას შეგიყვაროთ. პირიქით, უკურეაქციებსაც
გამოიწვევს. გახსოვდეთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

2. დაჩქარება შემდეგი ნაბიჯის გადადგმისას

თქვენი ურთიერთობის სტატუსზე კითხვის დასმა - ნორმალურია. მაგრამ გახსოვდეთ, თუ ერთ წელზე ადრე, ქორწინებაზე დაიწყებთ საუბარს, ამით მთელ თქვენს სამომავლო გეგმებს გაანადგურებთ. თუ ერთად არ ცხოვრობთ, ნუ ეტყვით - მოვდივარ ან სახლის საქმეებში დაგეხმარები. მართალია, რომ მამაკაცების უმრავლესობას პასუხისმგებლობა აშინებს, მაგრამ თუ ახლა არ სურს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ სურს. უბრალოდ მიეცით დრო და ნუ იჩქარებთ.

3. ზედმატ ხელმისაწვდომი ხართ

მამაკაცებს გამოწვევა უყვართ. ნუ იფიქრებთ, რომ გამუდმებით მასთან ყოფნით მალე შეგიყვარებთ. გააგრძელეთ ცხოვრება ისე, როგორც მის გამოჩენამდე ცხოვრობდით, დაუთმეთ დრო მეგობრებსა და საყვარელ ჰობს - მას ხომ სწორედ ასეთი მოეწონეთ.

4. არ არის ის, ვინც სინამდვილეშია

მამაკაცებს თავდაჯერებული ქალები მოსწონთ, ვისაც მაღალი ღირსების გრძნობა აქვს. სამწუხაროდ, ქალები, ხშირად ცდილობენ გამოცნობას, თუ როგორ სურს მამაკაცს, რომ იქცეოდეს. სინამდვილეში მას სურს, უბრალო იყოთ ის, ვინც სინამდვილეში ხართ.

5. ზედმეტი ყურადღების გამახვილება სექსუალურ მხარეებზე

როცა გოგონა, ზედმეტ ყურადღებას უთმობს საკუთარ გარეგნობას, თუ რამდენად მიმზიდველად გამოიყურება მამაკაცისთვის, ცდილობს მის მონუსხვას - სხეულით, სხვადასხვა სამოსითა თუ მაკიაჟით, მამაკაცი არ აღიქვამს მას სერიოზულად და არც ხანგრძლივი ურთიერთობის პერსპექტივას აძლევს. მოხიბლეთ შინაგანი პიროვნებით და ამავე დროს ნუ დაგავიწყდებათ გარეგნობა.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS