09 მარტი, 2016
ყველაფერი კოცნის შესახებ - იცოდით, რომ ის გახდომაშიც გვეხმარება
კოცნასთან დაკავშირებული ბევრი საინტერესი ფაქტი არსებობს და ვიდრე რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ, გეტყვით, რომ კოცნა, როგორც აღმოჩნდა, ხელს უწყობს გახდომას. ასე რომ, თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ... კოცნაზე უარს ნუ იტყვით.

1. კოცნაში აქტიურად მონაწილეობს სახის 29 კუნთი, ამდენად, კოცნა შეიძლება განვიხილოთ როგორც ნაოჭების საწინააღმდეგო, პროფილაქტიკური საშუალება.

2. კოცნის დროს პარტნიორები ცვლიან ნერწყვს. ნერწყვში შემავალი ნივთიერებები გამოიმუშავებენ ანტისხეულებს, რომლებიც აქტიურად ებრძვიან სხვადასხვა დაავადების გამომწვევ ანტიგენებს. კოცნის დროს კი ეს პროცესი კიდევ უფრო აქტიური ხდება.

3. როგორც წესი, ადამიანთა 66% კოცნის
დროს თვალებს ხუჭავს,
დანარჩენი კი პარტნიორის სახეზე ემოციურ ცვლილებებს აკვირდება.

4. ამერიკელი სტატისტიკოსები ირწმუნებიან, რომ ამერიკელი ქალბატონები გათხოვებამდე დაახლოებით 80 მამაკაცს კოცნიან.

5. სწრაფი რომანტიკული კოცნისას იწვება 2-3 კალორია, მაშინ როცა ფრანგული კოცნა 5 კალორიაზე მეტს წვავს.

6. ტუჩების მგრძნობელობა თითების მგრძნობელობაზე 200-ჯერ მეტია.

7. საჯარო კოცნა განიკითხება იაპონიაში, ტაივანსა და კორეაში. ტიპური იაპონური კოცნა, სავარაუდოდ, დასავლელთა თავისუფალი შეხედულებების ჯიბრზე მოიგონეს. ორი იაპონელი შეხვედრისას გარკვეულ დისტანციაზე ჩერდება, ერთმანეთს თავს უკრავენ და სემდეგ ერთი წამის განმავლობასი ტუჩებში კოცნიან.

8. კოცნის პროცესში სხეული გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომელიც ნარკოტიკული ეფექტის თვალსაზრისით, 200-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მორფი.

9. კოცნა ქალებს ნერვულ და ფიზიკურ დაძაბულობას უხსნის.

10. მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი კოცნაში 20 160 წუთს (ორი კვირა) ატარებს.

11. კოცნისას, რომელიც ერთი წუთის განმავლობაში გრძელდება, 26 კალორია იწვება.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS