ჭიანჭველების გაჩენის მიზეზი შეიძლება ჭუჭყიანი ჭურჭელი, საჭმლის ნარჩენები ან გადავსებული ნაგვის ყუთი იყოს.
სახლის მთლიანად გასუფთავება შეუძლებელია, მაგრამ ზომების მიღება იმისთვის, რომ ჭიანჭველები არ გაჩნდეს ან თავი დააღწიოთ მათ, ნამდვილად ღირს.
როგორ ვებრძოლოთ ჭიანჭველებს
მწერებთან ბრძოლის უამრავი ქიმიური საშუალება არსებობს, მაგრამ თუ მათ გამოყენებას ერიდებით, რამდენიმე ხალხურ რეცეპტს შემოგთავაზებთ.
მაგრად მოხარშულ კვერცხის გულს შეურიეთ რაიმე ტკბილი - შაქარი ან
შეგიძლიათ, ასევე, ერთმანეთში აურიოთ საფუარი და შაქარი.
ჭიანჭველებს არ უყვართ მკვეთრი სუნი, ამიტომ შეგიძლიათ პლინტუსებს ნიორი წაუსვათ.
შეგიძლიათ მუყაოს ფირფიტას დააკრათ წებოვანა და შუაში მწერების მისატყუებლად დადოთ რაიმე ტკბილი. თუმცა ეს დიდად ეფექტური მეთოდი არ არის.
პროფილაქტიკისთვის:
ჭიანჭველები რომ არ გაგიჩნდეთ:
არ დატოვოთ თავღია ტკბილეული, ხორცი, პური.
ყურადღება მიაქციეთ სისუფთავეს სამზარეულოში. არ დატოვოთ გასარეცხი ჭურჭელი.
რაც შეძლება ხშირად გადაყარეთ ნაგავი.
ხილი მაცივარში ან მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში შეინახეთ.
სოფიო ბულაური