04 მარტი, 2016
რატომ არ იციან ქალებმა რა სურთ სინამდვილეში
ქალები ტირიან, მაგრამ ხშირად, თავადაც არ იციან რატომ. მამაკაცებს ხშირად საყვედურობთ, ადანაშაულებთ, რომ თქვენი გრძნობებით თამაშობენ და ხელს კრავთ, როცა თქვნს მიმართ კეთილგანწყობას იჩენენ. ამ დროს თავადაც არ იცით, რატომ აკეთებთ ამას და

აი რატომ:

1. ქალი მამაკაცის ყურადღების გამოხატვას სხვაგვარად აღიქვამს

ყვავილის თაიგული - ყურადღების გამოხატვის ტრადიციული გზა. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, ბოლოს და ბოლოს ყველა ქალი ხომ უზარმაზარ ვარდების თაიგულზე ოცნებობს, რომელსაც მამაკაცი სამსახურში, ყველას დასანახად გაუგზავნის. და როცა ნამდვილად იღებს მსგავს თაიგულს, ურეკავს
მეგობრებს და ეკითხება, რას შეიძლება ეს ნიშნავსდეს ან ზედმეტად ადრე ხომ არ არის და რა მოიმოქმედოს მის მოსაშორებლად? და აქვე მეორე პუნქტი ჩნდება:

2. ქალს გაქცევა სურს, რადგან მამაკაცი ზედმეტად კარგია

მას უბრალოდ ეშინია, მიუჩვეველია მზრუნველ მამაკაცს. ეს მათში ეჭვსაც კი იწვევს. თუ მამაკაცი ძალიან რომანტიკულია, უმჯობესია ეს თვისება ფრთხილად გამოავლინოს, რათა არ შეაშინოს და ქალზე საჩუქრებით ზეწოლა არ მოახდინოს.

3. ქალი იცავს საკუთარ დროსა და სივრცეს

თანამედროვე გოგონები საკმაოდ დამოუკიდებლები არიან, ბიჭების უმრავლესობას კი აშინებთ ადამიანები, რომლებიც მათ ცხოვრებაში მოულოდნელად დიდ დროსა და სივრცეს იკავებენ.

4. ქალი არ იღებს რჩევას, რომელსაც თავად აძლევს

დავუბრუნდეთ ყვავილებს. მსგავსი თაიგული თავის დაქალს რომ გამოუგზავნონ, გაუხარდება და ურჩევს "ხარი რქებით დაიჭიროს". თუმცა თავად იგივეს ვერ გააკეთებს და თავის გამართლებას იწყებს.

5. ქალი ძალიან ბევრს ფიქრობს

მამაკაცებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი თითოეული შეტყობინება, სმაილი და შეტყობინებებს შორის ინტერვალიც კი - ამტკიცებს, თუ რამდენად მოსწონს მას ეს კონკრეტული ქალი. ქალისთვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS