ამ დროს გენერალური დასუფთავება თქვენს სულსაც სჭირდება. ხანდახან შინაგანად ძალიან მძიმდებით, ბალიშს ცრემლებით ხშირად ასველებთ, მარტოობისა და შიშის განცდა არ გასვენებთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ამჩნევთ, როგორ უჭირს თქვენს სულს. ასე გრძელდება დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე და წლებიც გადის.
ჩვენს სულს განტვირთვა სჭირდება - პატიების ფორმით - შეუნდეთ საკუთარ თავსა და სხვებს. გაანთავისუფლეთ სული.
სულს რეორგანიზაცია სჭირდება - დაფიქრდით, სინამდვილეში რის დატოვება
იქნებ რაიმე კითხვაზე პასუხი გაქვთ გასაცემი, ან იქნებ ვინმეს "ბოდიში" უნდა მოუხადოთ ან უნდა გაუშვათ.
როცა ეს ყველაფერი თქვენში, გულის სიღრმეში დევს, შესაძლოა უწყნრად გეჩვენებათ, მაგრამ სინამდვილეში, შინაგანად განადგურებთ, ტკივილი სულის სიღრმემდე აღწევს, სისხლში ირევა და წამლავს წარსულის მოგონებებით.
ჩვენი გული ოთახს ჰგავს, რომელსაც წარსულის ყოველგვარი გამოუდეგარი ნივთებით ვავსებთ. და თუ ძალიან დატვირთავთ, არ დარჩება ადგილი ახალი მომავლისთვის.
უნდა გაისუფთავოთ გული, რომ ცხოვრების წლებთან ერთად შეიცვალოთ.
იქნებ ზამთარი თქვენს სულში ძალიან დიდხანს გაგრძელდა, იქნებ დროა გაზაფხულს გაუღოთ კარი...
პენი ლეინი