უარი უნდა თქვათ ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც აღიზიანებს კუჭის კედლებს და ძნელად გადასამუშავებელია: შებოლილი და მარინადები, ცხიმიანი ხორცი და შემწვარი თევზი, შოკოლადი, პურპროდუქტები, პარკოსნები, ნიორი, ბოლოკი, ცხარე სანელებლები საერთოდ უნდა გამორიცხოთ სიგარეტი, მაქსიმალურად შეზღუდოთ ალკოჰოლი და გაზიანი
დიეტის დაცვა რომ გაგიადვილდეთ, საორიენტაციოდ შემოგთავაზებთ ერთი დღის მენიუს ნიმუშს.
პირველი საუზმე: ომლეტი ან შვრიის ფაფა, ხრამუნა პური და ყველი, ერთი ჭიქა სტაფილოს წვენი ნაღებით, ერთი ფინჯანი ყავა.
მეორე საუზმე: იოგურტი.
სადილი: ნედლი კომბოსტოს წვნიანი ან სოკოს სუპ-პიურე, მჭლე ხორცის შნიცელი კარტოფილის პიურესთან ერთად, ზეითუნის ზეთმოსხმული ბოსტნეულის სალათა, ხილის
ჟელე, შტოშის მორსი.
სამხარი: ქატოს ნახარში, ხრამუნა პური.
ვახშამი: მოხარშული თევზი მოშუშულ ბოსტნეულთან ან ბრინჯთან ერთად.
ღამით: კეფირი.
სოფიო ბულაური