03 მარტი, 2016
სუპერსაკვები ნამდვილი მამაკაცისთვის - აიცილეთ თავიდან პროსტატის კიბო
რითი უნდა იკვებებოდეს მამაკაცი, ღრმა სიბერემდე რომ შეინარჩუნოს მამაკაცური ძალა და თავიდან აიცილოს პროსტატის კიბო? აღმოჩნდა, რომ საკმარისია მენიუში რაც შეიძლება ხშირად ჰქონდეთ:

ბროკოლი - სულფორაფანის წყარო, რომელიც წინამდებარე ჯირკვალს სიმსივნეებისაგან იცავს. ეფექტურია კოლორექტალური კიბოს საწინააღმდეგოდ.

პომიდორი, ტომატები - ლიკოპენის საბადოა, რომელიც ხელს უწყობს გულისა და პროსტატის მუშაობას.

ბრაზილიური თხილი - მასში შემავალი სელენი აძლიერებს სპერმატოზოიდებს, აუჯობესებს სპერმის ხარისხს, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს და მნიშვნელოვნად ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს.

მოცვი - ამცირებს პროსტატის კიბოს რისკს. ყოველდღიურად
სულ რაღაც ორიოდე კოვზი მოცვი სასიკეთოდ მოქმედებს დიაბეტით, გულითა და სკლეროზით დაავადებულთა ჯანმრთელობაზე.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS