თუ თქვენც დიდხანს ძილი გიყვართ, გაცნობებთ, რომ ეს თქვენს ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის.
1. იზრდება დეპრესიაში ჩავარდნის რისკი
სპეციალური კვლევებით დადგინდა, რომ ხანგრძლივი ძილი პირდაპირ კავშირშია დეპრესიასთან. ექსპერიმენტის მონაწილეები, რომელთაც 7-დან 9 საათამდე ეძინათ, დეპრესიის სიმპტომები მხოლოდ 27%-ს აღენიშნებოდათ, ხოლო მათ, ვინც საწოლში 10 და მეტ საათს ატარებდა, რისკი 49%-მდე გაიზარდა.
2. ფერხდება ტვინის მუშაობა
ვისაც დღის განმავლობაში 10 სთ-ზე
3. დაფეხმძიმების ნაკლები შანსი გაქვთ
კორეელი მეცნიერების ჯგუფმა, 650 ქალზე დაკვირვება აწარმოა. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმდებოდნენ ქალები, რომლებსაც დღეში 7-9 საათამდე ეძინათ. ვისაც 9 და მეტი საათი, დაფეხმძიმება ჭირდა. თუმცა ამ ფენომენის ამოხსნა ჯერ ვერ მოხერხდა.
4. იზრდება დიაბეტით დაავადების რისკი
ამერიკელი მკვლევრების 15 წლიანი დაკვირვების შემდეგ, დადგინდა, რომ ვისაც 8 საათზე დიდხანს სძინავს, დიაბეტით დაავადების 50%-ით მეტი რისკია. გარდა ამისა, ასეთ ადამიანებს აღენიშნებათ წონის მატება, ნაადრევი დაბერება და სიგარეტზე დამოკიდებულება.
5. იმატებთ წონაში
ვისაც 9-10 საათი სძინავს, სტანჯავს ზედმეტი წონა, მაშინაც კი თუ სპორტითაა დაკავებული ან ჯანსაღად იკვებება.
6. იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი
72 ათასმა ადამიანმა მიიღო კვლევაში მონაწილეობა და გაირკვა, რომ ზედმეტი ძილი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებას იწვევს.
7. საბოლოოდ, ნაადრევ სიკვდილამდე მიჰყავხართ
ადამიანები, რომლებსაც დღეში საშუალოდ 7-8 საათი სძინავთ, 15%-ით დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვისაც დღეში 8 საათზე მეტ ხანს სძინავს.
სასწრაფოდ გადახედეთ თქვენი ძილის განრიგს!
გახსოვდეთ! მოზრდილი ადამიანისთვის დღეში 7-9 საათი ძილი საკმარისია. გადაჭარბება კი სერიოზულ ზიანს აყენებს თქვენს ჯამნმრთელობას.
პენი ლეინი