02 მარტი, 2016
7 მიზეზი, რატომ არის დიდხანს ძილის საზიანო
თითქმის ყველა ადამიანი სამსახურისა და საქმეებისგან განთავისუფლებისთანავე ცდილობს გამოიძინოს. ამით სამუშაო კვირის დროს ძილის დანაკლისის აღდგენას ცდილობენ.

თუ თქვენც დიდხანს ძილი გიყვართ, გაცნობებთ, რომ ეს თქვენს ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის.

1. იზრდება დეპრესიაში ჩავარდნის რისკი

სპეციალური კვლევებით დადგინდა, რომ ხანგრძლივი ძილი პირდაპირ კავშირშია დეპრესიასთან. ექსპერიმენტის მონაწილეები, რომელთაც 7-დან 9 საათამდე ეძინათ, დეპრესიის სიმპტომები მხოლოდ 27%-ს აღენიშნებოდათ, ხოლო მათ, ვინც საწოლში 10 და მეტ საათს ატარებდა, რისკი 49%-მდე გაიზარდა.

2. ფერხდება ტვინის მუშაობა

ვისაც დღის განმავლობაში 10 სთ-ზე
მეტ ხანს სძინავს, ირღვევა ტვინის მუშაობის ფუნქცია. ამასთან ხანგრძლივი ძილი უარყოფითად აისახება თქვენს მეხსიერებასა და ყურადღების კონცენტრირებაზე.

3. დაფეხმძიმების ნაკლები შანსი გაქვთ

კორეელი მეცნიერების ჯგუფმა, 650 ქალზე დაკვირვება აწარმოა. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმდებოდნენ ქალები, რომლებსაც დღეში 7-9 საათამდე ეძინათ. ვისაც 9 და მეტი საათი, დაფეხმძიმება ჭირდა. თუმცა ამ ფენომენის ამოხსნა ჯერ ვერ მოხერხდა.

4. იზრდება დიაბეტით დაავადების რისკი

ამერიკელი მკვლევრების 15 წლიანი დაკვირვების შემდეგ, დადგინდა, რომ ვისაც 8 საათზე დიდხანს სძინავს, დიაბეტით დაავადების 50%-ით მეტი რისკია. გარდა ამისა, ასეთ ადამიანებს აღენიშნებათ წონის მატება, ნაადრევი დაბერება და სიგარეტზე დამოკიდებულება.

5. იმატებთ წონაში

ვისაც 9-10 საათი სძინავს, სტანჯავს ზედმეტი წონა, მაშინაც კი თუ სპორტითაა დაკავებული ან ჯანსაღად იკვებება.

6. იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი

72 ათასმა ადამიანმა მიიღო კვლევაში მონაწილეობა და გაირკვა, რომ ზედმეტი ძილი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებას იწვევს.

7. საბოლოოდ, ნაადრევ სიკვდილამდე მიჰყავხართ

ადამიანები, რომლებსაც დღეში საშუალოდ 7-8 საათი სძინავთ, 15%-ით დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვისაც დღეში 8 საათზე მეტ ხანს სძინავს.

სასწრაფოდ გადახედეთ თქვენი ძილის განრიგს!

გახსოვდეთ! მოზრდილი ადამიანისთვის დღეში 7-9 საათი ძილი საკმარისია. გადაჭარბება კი სერიოზულ ზიანს აყენებს თქვენს ჯამნმრთელობას.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS